თბილისის “ლოკომოტივმა” “გაგრა” დაამარცხა
თბილისის ლოკომოტივმა, მორიგ ამხანაგურ მატჩში, ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე, გაგრა დაამარცხა. 21 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 5:1 მოიგო.
ანგარიში სტუმრებმა, მატჩის დებიუტში გახსნეს. მე-7 წუთზე, გაგრა ლევან პაპავამ დააწინაურა. ტაიმის მიწურულს, ვატო არველაძემ ანგარიში გაათანაბრა. საგოლე გადაცემა გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა.
57-ე წუთზე, გიორგი გაბაძის პასით, ლოკომოტივი ზურიკო დავითაშვილმა დააწინაურა. სამ წუთში, არველაძემ ლაშა გვალიას პასით, დუბლი შეასრულა.
ტრავმის შემდეგ, ზედიზედ მეორედ ითამაშა მამია გავაშელიშვილმა, რომელმაც 70-ე წუთზე, არველაძე შეცვალა.
75-ე წუთზე დავით ჯიქიას ნაცვლად, თამაშში ოთო კობახიძე ჩაერთო, რომელმაც სამ წუთში, დავით უბილავას გაატანინა, 80-ე წუთზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ხიდეშელი (გვალია 46), ჭანტურია, გაბაძე, სამურკასოვი, შონია, ჯიქია (კობახიძე 75), დავითაშვილი, კიკნაძე, არველაძე (გავაშელიშვილი 70)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
Fcloco.Ge