თბილისის “მერანის” ოფიციალური განცხადება ჩაწყობილ მატჩებზე

თარიღი: მარტი 21, 2019

თბილისის “მერანმა” ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, რომ “მერანი” იტალიაში ვიარეჯოს თასზე იყო მიწვეული და სამივე შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო. გაჩნდა ეჭვი, გუნდის წაგებაზე დიდი ფსონები არალეგალური გარიგების შედეგად დაიდო.

“საფეხბურთო კლუბი „მერანი თბილისი“ (ნორჩი დინამო) და მისი ხელმძღვანელობა ეხმაურება პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას. კერძოდ, იტალიაში ვიარეჟოს თასზე ჩვენი 19-წლამდელთა გუნდის გამოსვლას.

“კითხვები გაჩნდა ჩვენი გუნდის, „ნორჩი დინამოს“ დიდი ანგარიშით წაგებების გამო. მაგრამ სანამ ვინმეს ეჭვები გაუჩნდება, აჯობებს, რომ რეალურ მიზეზებში გავერკვეთ. წაგება კი მრავალმა ფაქტორმა განაპირობა.

1 – ძლიერი გუნდი არ გვყავს, რაზეც საქართველოს ასაკობრივ ტურნირებზე ჩვენი შედეგები მეტყველებს. მაგრამ რამდენიმე საინტერესო მოთამაშე გვყავს და იტალიაში წასვლითა და საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლით გვსურდა, რომ მათთვის თავის გამოჩენის შანსი მიგვეცა – იმიტომ, რომ ვიარეჯოს ტურნირზე არაერთი სელექციონერი დადის. ამავე დროს, თამაში საერთაშორისო კავშირების დასამყარებლად გვსურდა.

2 – იტალაიში დროულად ჩაფრენა ვერ შევძელით, რადგან ბილეთების პრობლემა შეიქმნა – ტრანზიტით გამგზავრება მოგვიხდა, თურქეთში 6 საათი გავჩერდით და ვიარეჯოში მხოლოდ თამაშის წინა დღეს ჩავედით. სულ გზაში 14 საათი დაგვჭირდა. ამან მოთამაშეთა ფიზიკურ მდგომარეობასა და თამაშის ხარისხზე ძალიან ცუდად იმოქმედა.

3 – საღამოს ჩასულებმა მეორე დილით ვითამაშეთ იტალიურ „ტორინოსთან“, რომელიც მოსალოდნელზე ბევრად ძლიერი გუნდი აღმოჩნდა. ცნობისთვის – ეს გუნდი იტალიის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ლიდერებშია. მათ ტურნირზე „ტორინოს“ მთავარი გუნდის სამი ფეხბურთელი დაიმატეს. ამ ყველაფერმა საბოლოოდ განაპირობა ჩვენთვის არასასურველი შედეგი 1:7.

4 – ბრაზლილიური „ატლეტიკო პარანაენსე“ „ტორინოზე“ უკეთესი გუნდი იყო, რომელიც ბრაზილიაში ფეხბურთელების საუკეთესო აკადემიითაა ცნობილი. მისი გაზრდილებიდან მხოლოდ ერთს დავასახელებთ – „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშე ფერნანდიონიოს. მათთან პირველი ტაიმში ფეხბურთელი გაგვიგდეს და ყველაფრის გათვალიწინებით, 1:4 კიდევ კარგი შედეგი იყო.

5 – ბოლო მატჩი იტალიურ „რიეტისთან“ 1:5 წავაგეთ, რადგან თამაშის საშუალება ყველას მივეცით, მათ შორის, 1 და 2 წლით უმცროსებსაც.

6 – რატომ წავაგეთ ასეთი ანგარიშებით? “ფედერბეთის” წარმომადგენელის, ფრანჩესკო ბარანკას განცხადებით, ამ მატჩებში “ნორჩი დინამოს” ჰანდიკაპით წაგებაზე ანომალიურად დიდი თანხები დაიდო.

“თბილისური გუნდის მატჩებამდე და მატჩების დროსაც ჰანდიკაპით მათ წაგებაზე საკმაოდ მსხვილი ფსონები დაფიქსირდა. ზოგადად, ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც სუსტ გუნდთან გვაქვს საქმე, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი მომენტი – დიდი ფსონები იმაზე დაიდო, რომ “ნორჩი დინამო” გოლს მატჩების ბოლო წუთებზე გაუშვებდა. თანხები იმდენად მაღალი იყო, რომ კოეფიციენტებიც კი საშუალოდ, 2,5-დან 1,4-მდე დაიწია”, – აცხადებს “ფედერბეთის” წარმომადგენელი ფრანჩესკო ბარანკა.

მაგრამ ის აფიქსირებს ფაქტს, რომ მსხვილი ფსონები დაფიქსირდა. ამავე დროს გარკვევით ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც სუსტ გუნდთან გვაქვს საქმე. მაგრამ სულაც არ ამბობს, რომ ეს მატჩი გარიგებული იყო. ეს ორი ფრაზა კი სხვადასხვა შინაარსისაა.

7 – გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი “რიეტის” ახალგაზრდული გუნდების ხელმძღვანელმა ჯანფრანკო მანჩინიმ გააკეთა: „არც კი ვიცოდი, რომ ამ თამაშებზე თანხის დადება შესაძლებელი თუ იყო. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ქართული გუნდი იმდენად სუსტი იყო, რომ ვინმესგან მათ მიერ გოლის გაშვება გასაკვირი არ იყო. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს”.

„ტორინოს“ მენეჯერი ლუჩანო ფრენსისი გამოცემა „iL Tirreno”- სთან ამბობს: „მე ვესწრებოდი ამ მატჩს და მომხდარში საეჭვო არაფერი დამინახავს“.

8 – ეს ტურნირი ჩვენთვის ჭკუისსასწავლებელიც იყო და მოგვეცა საშუალება გაგვეანალიზებინა, რა სხვაობაა ჩვენსა და მსოფლიო ფეხბურთს შორის. მაგრამ ეს სხვაობა რომ არის, მოდით, ამას „ნორჩ დინამოს“ ნუ დავაბრალებთ – ეს სამწუხარო რეალობაა. აქვე ვიტყვით, რომ ვიარეჟოს ტურნირზე ქართულ გუნდებს ადრეც უთმაშიათ და 0:6 წაუგიათ, მაგრამ ეს კლასში ობიექტურ სხვაობას მიაწერეს და არა – გარიგებას.

9 – ეს აჟიოტაჟი გადაივლის და ჩვენი სიმართლე დამტკიცდება, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა მთავარი დაიჩრდილა – ასეთი გამოსვლის მიუხედავად, ჩვენი ორი მოთამაშით იტალიური კლუბები დაინტერესდნენ. ლაპარაკია ცოტნე ჩიქოვანსა და ლუკა თოლორდავაზე. მათ მიმართ ინტერესი სერია ბ-ს და სერია ც-ს გუნდებმა გამოხატეს. ჩვენი იტალიაში წასვლა თუნდაც ამის გამო იყო გამართლებული.

10 – მცირე ხნის წინ, თურქეთში 5 ქართველი მოთამაშე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. სამწუხაროდ, მაშინაც ბევრმა იჩქარა და დაიჯერა, რომ ქართველი ახალაგზრდები დამნაშავეები იყვნენ. მაგრამ სასამართლომ აბსოლუტურად ყველა მათგანი გაათავისუფლა.

ახლაც ჩვენი თხოვნა იქნება – საქმეში ჩაუხედავად ნუ დაიჯერებთ, რომ ქართველი ყველაფერში დამნაშავეა. სამწუხაროდ, ჩვენი საფეხბურთო დონით იტალიაში ვერაფერს გავხდით, მაგრამ დაუფიქრებლად ხელს ჩვენსკენ ნუ გამოიშვერთ და ნაადრევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ”.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“მილანი” – “რომას” მსაჯს ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

იტალიური გამოცემა Mediaset ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ “მილანი”-“რომას” მატჩის მთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემამ მესის, რონალდუსა და რაულის შედეგი გაიმეორა

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” ქამბექი შეასრულა (2:2) და მადრიდშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” კიდევ ერთ ნიდერლანდელ შემტევს დაადგა თვალი

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, გუნდში კიდევ ერთი ნიდერლანდელი შემტევის მოყვანის შესაძლებლობას განიხილავს. როგორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანების მუქარის გამო, პიკფორდმა ოჯახისთვის პირადი მცველები დაიქირავა

ბრიტანულ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, განრისხებულმა ფანებმა ჯორდან პიკფორდი იძულებული გახადეს, რომ თავისი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემა მენდის: “ვინისიუსი ჩვენ წინააღმდეგ თამაშობს” (ვიდეო)

27 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მესამე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.   A […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიოგო ჟოტა “ლივერპულის” ისტორიაში მე-1000 გოლის ავტორი გახდა (ვიდეო)

ჟოტას გოლი “მიდტიულანდის” კარში იხილეთ ვიდეო ⚽️ Diogo Jota scoring the 𝟏𝟎,𝟎𝟎𝟎 goal in Liverpool […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დატოვა

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამ უკანასკნელმა განცხადება 27 ოქტომბერს მოწვეულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კიმიხის შესანიშნავი გოლი მოსკოვის “ლოკომოტივის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო GOAL ! Kimmich scores vs Lokomotic Moscow. 1-2 pic.twitter.com/khdgMZJQuW — OnlyFootballClips (@OnlyFootballCl1) October […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კალაძე: “პანდემია რომ ჩაივლის, მსოფლიო ვარსკვლავებს ბათუმის სტადიონზე ჩამოვიყვა

საქართველოს ნაკრებისა და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმის სტადიონის გახსნაზე ისაუბრა. “მსოფლიოს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრისტიან ერიქსენს “ინტერის” დატოვება სურს

მილანის “ინტერის” ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენს გუნდის გამოცვლა სურს. დანიელი ფეხბურთელი “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” “ნერაძუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხოსეპ მარია ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დატოვა!

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხოსეპ მარია ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ბართომეუ უახლოეს ხანებში ამის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდა და გაიხსნა!

ათუმში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დასრულდა. 27 ოქტომბერს დასრულებული სტადიონი საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრიზმანს “ბარსელონას” დატოვებას ურჩევენ

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბიქსენტ ლიზარაზუ თვლის, რომ ანტუან გრიზმანმა “ბარსელონას” დატოვებაზე უნდა იფიქროს. “გრიზმანი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერია A-ს პრეზიდენტი: “სისტემა კოლაფსის წინაშე დგას”

სერია A-ს პრეზიდენტი, პაულო დალ პინო, იტალიის მთავრობას აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფეხბურთის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების […]...
წაკითხვა