თბილისის თასის მეორე ტურის რაზმები
2015 წლის თბილისის თასის მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში დიდი ტრაგედია დატრიალდა – 13 ივნისს დიდი ოდენობით მოსულმა ნალექმა თბილისში წყალდიდობა გამოიწვია, რომელსაც 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მთელი ქალაქი სტიქიის პირველი წუთებიდანვე დღემდე ერთსულოვნად მუშაობს დედაქალაქის მოსაწესრიგებლად და დაზარალებულთა დასახმარებლად.
თბილისის თასი გრძელდება
ხვალ, ორივე მატჩამდე წუთიერი დუმილით პატივს მივაგებთ 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას. რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით თბილისის თასზე დასასწრები ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. აქედან გამომდინარე, ყველას მოგიწოდებთ მობრძანდეთ ავჭალის სტადიონზე და შეიძინოთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, რომლის ფასი 5 ლარს შეადგენს. ბილეთები იყიდება ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროებში.
ურუგვაიმ 12 მორაგბე შეცვალა
ურუგვაელთა თავკაცმა, პაბლო ლემოინემ საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ გუნდში 12 კაცი შეცვალა. მან განაცხადა: „რთული თამაში გველის. ირლანდიელები ქართველებზე უფრო სწრაფები არიან, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ დაცვას. ვინაიდან ჩვენ მსოფლიო თასისთვის ვემზადებით, ასეთი კარგი მოთამაშეების წინააღმდეგ ჩვენი ბიჭები დიდ გამოცდილებას დააგროვებენ. მოთამაშეები როტაციის პრინციპით შევცვალეთ, რათა ყველას მიეცეს თამაშის შესაძლებლობა და სცადონ სამსოფლიო გუნდში ადგილის დამკვიდრება.”
ირლანდიელებს ზურგს პირველ ტურში ბონუსით მოგებული მატჩი უმაგრებთ, რომლებიც შეეცდებიან კვირას საქართველოს წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე წაუგებელი სერია გააგრძელონ.
ალან კლარკი, მზარდი ირლანდიის მთავარი მწვრთნელი: „ჩვენ რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ, რათა უფრო მეტ მორაგბეს მივცეთ თამაშის შესაძლებლობა და გუნდიც გადავახალისოთ. ძლიერი გუნდით ვითამაშებთ, გამოცდილი მოთამაშეებით. ურუგვაელები კარგად შეთამაშებულნი არიან, ერთად საკმაოდ დიდი დრო გაატარეს და მიმაჩნია, რომ საქართველოსთან არ გაუმართლათ. „საშინაო დავალება“ კარგად შევასრულეთ და მიმაჩნია, რომ კარგად მომზადებულნი გავალთ მოედანზე.”
ურუგვაი 17.00 ირლანდია
ურუგვაი
ბექ) 15 ხერონიმო ეჩევერი, 14 ლეანდრო ლეივას^კაპ, 13 ხოაკინ პრადა, 12 ანდრეს ვილასეკა, 11 სანტიაგო ჟივერნო; 10 ალეხო დურან, 9 აგუსტინ ორმაეჩეა /
ფორ) 1 მატეო სანგინეტი, 2 ხერმან კესლერ, 3 კარლოს არვოლეჟა; 4 ფრანკო ლამანა, 5 მატიას პალომეკე; 6 აგუსტინ ალონსო, 7 დიეგო მანიო, 8 ალეხანდრო ნიეტო *
მრქ) 23 ალბერტო რომან, 22 მანუელ ბლენხიო, 21 მატიას ბრაუნ / 16 ნიკოლას კლაპენბახ, 17 მარიო საგარიო, 18 ალეხო კორალ; 19 სანტიაგო ვილასეკა, 20 ფერნანდო ბასკუ
ირლანდია
ბექ) 15 პითერ ნელსონ, 14 ქიან ქელეჰერ, 13 ეოინ გრიფინ, 12 ნოელ რიდ, 11 მეთ ჰილი; 10 რორი სქენელ, 9 ჯონ ქუნი /
ფორ) 1 ჯეიმზ ქრონინ, 2 დევიდ ჰეფერნან, 3 სთივენ არჩერ; 4 ენდრიუ ბრაუნ, 5 ბილი ჰოლანდ; 6 რის რადოქ^კაპ, 7 ფრენქ თეგართ, 8 ეოგან მასთერსონ *
მრქ) 23 ჯონ ჰანრაჰან, 22 ლუქ მაკ’გრას / 16 რობ ჰერინგ, 17 დენის ბაქლი, 18 ენდრიუ ვორიქ; 19 ბენ მარშალ, 20 დენ ლივი, 21 ჯექ ქონან
მსაჯები
რეფ) მარიუს მიტრეა (იტა) კიდ: შოთა თევზაძე, სულხან ჩიხლაძე
საქართველომ ურუგვაისთან კარგი ტემპი აიღო
საღამოს მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები მზარდ იტალიას დაუპირისპირდება, რომელმაც შაბათს მასსავით მსოფლიო თასის მონაწილე ურუგვაის სძლია.
ჩვენს რაზმში ორი ცვლიელებაა: გიორგი თევდორაძემ და ნოდარ ჭეიშვილმა მცირე ტრავმები მიიღეს, ამიტომ ჰეიგმა რაზმში კვაჭის პოზიციაზე სიმონ მაისურაძეს უხმო, ხოლო მეორე ხაზში კიდევ ერთ 20-წლამდელს, ახალგაზრდული ალაფის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს – ოთარ გიორგაძეს მიეცემა პირველი სანაკრებო კეპის მოხვეჭის შესაძლებლობა.
როგორც მილტონ ჰეიგმა განაცხადა: „ცუდად არ გვითამაშია, უბრალოდ გარკვეულ მომენტებში შეცდომები დავუშვით. შეტევების დაბოლოვებისას უფრო თანმიმდევრულნი, რომ ვყიფილიყავით ალბათ დამატებით ერთ-ორ ლელოსაც დავდებდით. ამაზე განხილვის დროსაც ბევრი ვისაუბრეთ. ხვალინდელ მატჩში დიდ ყურადღებას მივაქცევთ დროის უფრო დიდ მონაკვეთში თანმიმდევრულ თამაშსა და შესრულების დონეს. იტალიელებს საკმაოდ აგრესიული შერკინება ყავთ, რომელიც შეტევებისთვის კარგ პლათფორმას შექმნის. ჩვენ ვეცდებით, რომ სწრაფად ვითამაშოთ და შევინარჩუნოთ დისციპლინა.”
მზარდმა იტალიამ წინა ტურში 25:0 დათმო ასევე მზარდ ირლანდიასთან. იტალიელებმა, რომელთა გუნდი საშინაო პირველობაში მონაწილე მორაგბეებით არის დაკომპლექტებული, მეორე ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ირლანდიას და როგორც მათი მენეჯერი ანდრეა დოუდო აცხადებს, იგი ბიჭებისგან იგივეს მოელის ხვალინდელ შეხვედრაში საქართველოს წინააღმდეგ.
„ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმ თავდაუზოგავი თამაშით, რომელიც ბიჭებმა ანახეს შაბათს, განსაკუთრებით კი მატჩის მეორე ნახევარში. საქართველო ძლიერი გუნდია, რომელსაც თასის მოგების დიდი შანსი აქვს და შესაბამისად ჩვენ წინააღმდეგ ძალზე მოტივირებულნი იქნებიან. ხვალინდელი მატჩი ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ბრწყინვალე შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა მწვრთნელებს დაუმტკიცონ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ.
საქართველო 19.00 იტალია
საქართველო
ბექ) 15 გიორგი აფციაური, 14 მურაზ გიორგაძე, 13 გიორგი ტალახაძე, 12 თამაზ მჭედლიძე, 11 ალექსანდრე ხუციშვილი; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 ვაჟა ხუციშვილი /
ფორ) 1 ანტონ ფეიქრიშვილი, 2 სიმონ მაისურაძე, 3 ირაკლი მირცხულავა; 4 ლევან დათუნაშვილი^კაპ, 5 გიორგი ჩხაიძე; 6 საბა შუბითიძე, 7 ბექა გორგაძე, 8 ბექა ბიწაძე *
მრქ) 23 ბექა წიკლაური, 22 გიორგი ფრუიძე, 21 გიორგი ბეგაძე / 16 ჯაბა ბრეგვაძე, 17 არჩილ ბეჟიაშვილი, 18 ნიკა ხატიაშვილი; 19 კოტე მიქაუტაძე, 20 ოთარ გიორგაძე
იტალია
ბექ) 15 ალბერტო კიეზა^კაპ, 14 ფილიპო გვარდუჩი, 13 ჯოვანი ბენვენუტი, 12 რობერტო კვარტაროლი, 11 გაბრიელე დი’ჯულიო; 10 კარლო კანა, 9 სიმონე მარინარო /
ფორ) 1 ფედერიკო ძანი, 2 ოლივიერო ფაბიანი, 3 ჯუზეპე დი’სტეფანო; 4 ფედერიკო რუძა, 5 ფილიპო ჯეროზა; 6 სებასტიან ნეგრი, 7 ემილიანო კაფინი, 8 მაკსიმე მბანდა *
მრქ) 22 კრისტიან ბეჩერა, 21 სიმონე პარიზოტო / 16 ლუკა ბიჯი, 17 ლაერტ ნაკა, 18 პიეტრო ჩეკარელი; 19 ალესიო ზდრილიჩ, 20 მირკო ამენტა, 25 მატეო კორაძი
მსაჯები
რეფ) მორის ფან’დერ ვესტ’ჰეიზენ (აფრ) კიდ: ნიკა ამაშუკელი, თორნიკე გვირჯიშვილი
16/06 @ 16.20
თბილისის თასი 2015 –ის დარჩენილი მატჩების განრიგი:
ოთხშაბათი, 17 ივნისი
17:00 – ურუგვაი – მზარდი ირლანდია
19:00 – საქართველო – მზარდი იტალია
კვირა, 21 ივნისი
17:00 – ურუგვაი – მზარდი იტალია
19:00 – საქართველო – მზარდი ირლანდია
Rugby.GE