თბილისის თასისთვის მონაწილე გუნდები იკრიბებიან
თბილისის თასისთვის მონაწილე გუნდებმა შეკრება გუშინ დაიწყეს.ქართული რაზმი თბილისის თასისთვის მოსამზადებელ პერიოდს 8 ივნისსშეუდგა და „შევარდენის“ სარაგბო ბაზაზე შეკრება დაიწყო.
დღეს დილით კი თბილისს ტურნირის მონაწილე პირველი სტუმარი გუნდი ესტუმრა. ურუგვაი „ვისოლის“ სარაგბო სტადიონზე შეიკრიბა და დღეს უკვე პირველი ვარჯიშებიც გამართა.
მზარდი ირლანდია ხვალ ჩამოდის და შეკრებას რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაივლის.
მზარდი იტალიის სატურინო ვიზიტი კი განრიგში უკანასკნელია – გუნდი 11 ივნისის დილას მარტყოფის ბაზაზე დაბანაკდება.
სამივე გუნდი საქართველოს მეორედ სტუმრობს. 2013 წელს თბილისმა ურუგვაისა და მზარდ ირლანდიას პირველად უმასპინძლა, გასული წლის ‘თბილისის თასზე’ კი მზარდი იტალია იღებდა მონაწილეობას.
თბილისის თასი 2015 – ის, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის მეშვეობით გაშუქდება. ტურნირის ყველა მატჩი კი სტრიმის მეშვეობით გადაიცემა, რომლის ბმულსაც 12 ივნისს ჩვენს გვერდზე იხილავთ.
თბილისის თასი 2015 –ის მატჩების განრიგი:
შაბათი, 13 ივნისი
17:00 – მზარდი იტალია – მზარდი ირლანდია
19:00 – საქართველო – ურუგვაი
ოთხშაბათი, 17 ივნისი
17:00 – ურუგვაი – მზარდი ირლანდია
19:00 – საქართველო – მზარდი იტალია
კვირა, 21 ივნისი
17:00 – ურუგვაი – მზარდი იტალია
19:00 – საქართველო – მზარდი ირლანდია
Rugby.GE