თბილისში ახალი საწყლოსნო კომპლექსი გაიხსნა (ვიდეო)

თარიღი: თებერვალი 19, 2018

19 თებერვალს, სილიკონი ველი თბილისის ტერიტორიაზე (ვაკე, ბაგები, ჭავჭავაძის #82, „სილიკონი ველი თბილისის” ტერიტორია) ახალი სპორტკომპლექსი გაიხსნა. კომპლექსი მართვაში გადაეცა წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის” აკადემიას, რომელიც ცურვისა და წყალბურთის სწავლებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამართავს.

სპორტკომპლექის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს – კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მინისტრის პირველმა მოადგილემ კახი კანდელაკმა, მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა და “დინამო თბილისის” დამფუძნებლები, საქართველოს წყალბურთის ნაკრების წევრები – ზურაბ რურუა, გიორგი ხვედელიანი და მიხეილ ბაღათურია.

ბავშვთა სავარჯიშო სპორტული პროგრამის შედგენაში მოწვეული უცხოელი ექსპერტები და საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია მონაწილეობდნენ. პროგრამის განხორციელებასა და ვარჯიშებში საქართველოს წყალბურთელთა და მოცურავეთა ეროვნული ნაკრები გუნდების მოქმედი წევრები არიან ჩართული. „დინამო თბილისის” აკადემია მოსამზადებლად მიიღებს აღსაზრდელებს 3-დან 13 წლამდე. ახლადაშენებული სპორტული კომპლექსი ორ საცურაო აუზს და სპორტულ დარბაზს აერთიანებს.

მიხეილ გიორგაძე: ” მიხარია, რომ თბილისში, “სილიკონ ველის” ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა, რომელიც მოიცავს ორ საცურაო აუზს და ერთ სავარჯიშო დარბაზს. კომპლექსი მართვაში გადაეცემა “დინამო თბილისის” აკადემიას, რომელიც 3-დან 13-წლამდე ბავშვებს ცურვაში და წყალბურთში საერთაშორისო სტანდარტებით მოამზადებს. მინდა მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს, რომელიც ჩართულია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სპორტის ხელმისაწვდომობა, მასობრიობის გაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაცია, სამინისტროს ერთი-ერთი პრიორიტეტია და მიხარია, რომ ბავშვებს ასეთ კომფორტულ პირობებში ვარჯიშის საშუალება ექნებათ”.

სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

რას აპირებს ხაბიბ ნურმაგომედოვი კარიერის დასრულების შემდეგ?

UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ის ეკონომისტობას აპირებს. “მე მოსკოვის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კუნელაშვილის პირველი გოლები გერმანიაში

ალთა ეროვნული ნაკრების ხელბურთელი ქეთი კუნელაშვილი თურქეთის არდაშენიდან გერმანიის ობერ-ეშბახში გადავიდა და უკვე ჩაება ამ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-10 სატურნირო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა და მეტოქე დაამარცხა. ტოჩინოშინმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება?

შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელი სპორტსმენი, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი, შესაძლოა, მალე ოქტაგონზე ვიხილოთ. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ აღნიშნა ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონობა (ვიდეო)

15 სექტემბერს, ნუგზარ წურწუმია ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ყაზახეთში მიმდინარე ტურნირის ფინალში 55კგ. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-3 გამარჯვება აკი ბაშოზე (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-8 სატურნირო დღეს ტოჩინოშინი შოდაის დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სუმოისტმა მიმდინარე ტურნირზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ნადალისა და ფედერერის შეხვედრის ჩატა

მადრიდის “რეალის” მესვეურები აქტიურად განიხილავენ “სანტიაგო ბერნაბეუზე” რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს შორის საჩოგბურთო მატჩ...
წაკითხვა
სხვადასხვა

გახდება თუ არა ხაბიბის შვილი MMA-ს მებრძოლი – ნურმაგომედოვის პასუხი

UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი რუსული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფრანგი ექიმები: “მიხაელ შუმახერი ცნობიერ დონეზეა”

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მკურნალობის მორიგ ეტაპს გადის. გასულ უქმეებზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე პირველი შეხვედრა მოიგო (ვიდეო)

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მესამე დღეს თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი სუმოისტი დღეს ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა მიიღო ლიანა ჯოჯუამ UFC-ში გამართული პირველი ორთაბრძოლის შემდეგ?

შაბათს, 7 სექტემბერს, შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ UFC-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 24 წლის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჩიქოვანი EHF თასის მეორე წრეშია

საქართველოს ნაკრები ხელბურთელის, ირაკლი ჩიქოვანის გუნდი, კონსტანცა EHF თასის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა. რუმინულმა გუნდმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორის რეაქცია ხაბიბ ნურმაგომედოვის პუარიესთან გამარჯვებაზე

UFC-ის მსუბუქი წონის დივიზიონის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC 242-ის ეგიდით დროებითი ჩემპიონის ქამრის მფლობელ დასტინ […]...
წაკითხვა