თბილისურ დერბიში გოლები ვერ ვიხილეთ
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში თბილისური დერბი “დინამო” არენაზე გაიმართა და უგოლო ფრით დასრულდა. პირველ ტაიმში გარკვეულ უპირატესობას “დინამო” ფლობდა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. მე-2 ნახევრის ბოლო 25 წუთი “ლოკოს” მოედანზე წარიმართა, მაგრამ კაჭარავას შეგირდებს რამდენიმე მომენტში არ გაუმართლათ, რამდენჯერმე კი თევდორაძე გამოირჩა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში გავაშელიშვილს კარგი შანსი მიეცა, მისი დარტყმული კარში მიდიოდა და ბოლო წამს კობოური გადაეფარა. საბოლოო ჯამში, “დინამომ” მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და “საბურთალოსთან” სხვაობა მხოლოდ 4 ქულამდე შეამცირა.
დინამო 0-0 ლოკომოტივი
დინამო: სიკაჩი – რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი, კობოური – ნინუა, ივანისენია – ერგემლიძე (შენგელია 67), კუცია (ქოჩლაძე 60), ივანიშვილი (ვაწაძე 75) – ზივზივაძე
მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა
ლოკომოტივი: თევდორაძე – გაბაძე, ქურდაძე, ჭანტურია, უბილავა – შონია, სამურკასოვი – კიკაბიძე (ჯონი 72), არდაზიშვილი (კომახიძე 79), კობახიძე – ჯიქია (გავაშელიშვილი 65)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი