თბილისური დერბი ფრედ დასრულდა, “ტორპედომ” “კოლხეთს” სძლია (ვიდეოები)

თარიღი: ოქტომბერი 19, 2017

დღეს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “მიხეილ მესხი 2”-ზე თბილისის “ლოკომოტივი” თანაქალაქელ “საბურთალოს” დაუპირისპირდა. 28-ე წუთზე ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ პენალტის ნიშნულიდან გახსნა. ზუსტად 13 წუთში ლაშა შინდაგორიძემ გაათანაბრა.

საბოლოოდ, 1-1.

ამ ფრის შემდეგ “ლოკო” 49 ქულით მეოთხე ადგილზეა. “საბურთალო” 47 ქულით მეხუთეა.

ფოთში, “პარკი არენაზე” ადგილობრივი “კოლხეთი” ქუთაისურ “ტორპედოს” დაუპირისპირდა. მე-12 წუთზე თორნიკე კაპანაძემ ანგარიში გახსნა. 59-ეზე გიორგი ჯანელიძემ გაათანაბრა. თუმცა, 77-ე წუთზე გიორგი კუხიანიძმე იმერული კლუბისთვის გამარჯვების გოლი გაიტანა.

“კოლხეთი” 20-ით მეცხრე ადგილზეა. “ტორპედო” 61 ქულით მეორე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები