თბილისური დერბი ფუტსალში
მოგეხსენებათ, ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატს რიგი მიზეზების გამო ბოიკოტს რვა გუნდი უცხადებს.
ფორმის შესანარჩუნებლად, გუნდები ამხანაგურ მატჩებს ატარებენ. დღეს თბილისური დერბი შედგა ბოიკოტის გამომცხადებელმა ორმა ლიდერმა “გრანდმა” და “თელასმა” ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს და როგორც წინა შემთხვევაში ამჯერადაც გამოცდილმა თელასმა 12–9 დაამარცხა დებიუტანტი.