THE BEST — რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან
როგორც მოგეხსენებათ, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. ლუკა მოდრიჩი („რეალი“, ხორვატია).
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. ნეიმარი („ბარსელონა“/„პარი სენ-ჟერმენი“, ბრაზილია).
საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ნეიმარი („ბარსელონა“/„პარი სენ-ჟერმენი“, ბრაზილია); 3. მარსელო („რეალი“, ბრაზილია).
შეგახსენებთ, რომ ფიფას 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა.