THE BEST — რომელმა მწვრთნელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან
ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების თავკაცების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ რომელმა მწვრთნელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ხოსეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”/”მანჩესტერ სიტი”); 2. დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”); 3. ფერნანდუ სანტუში (პორტუგალიის ნაკრები).
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. კლაუდიო რანიერი (“ლესტერ სიტი”); 2. ხოსეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”/”მანჩესტერ სიტი”); 3. დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”).
საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. ზინედინ ზიდანი (“რეალი”); 2. დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”); 3. იურგენ კლოპი (“ლივერპული”).
შეგახსენებთ, რომ ფიფას 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება “ლესტერ სიტის” თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ მოიპოვა.