THE BEST — რომელმა მწვრთნელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან
ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების თავკაცების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ რომელმა მწვრთნელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ზინედინ ზიდანი (“რეალი”); 2. ანტონიო კონტე (“ჩელსი”); 3. ჟოზე მოურინიო (“მანჩესტერ იუნაიტედი”).
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ზინედინ ზიდანი (“რეალი”); 2. დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”); 3. ხოსეპ გვარდიოლა (“მანჩესტერ სიტი”).
საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები); 2. ზინედინ ზიდანი (“რეალი”); 3. ლეონარდო ჟარდიმი (“მონაკო”).
შეგახსენებთ, რომ ფიფას 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება მადრიდის “რეალის” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა მოიპოვა.