„სიმპსონების“ მიერ გაკრიტიკებული ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატი

თარიღი: მაისი 10, 2014

2014 წლის 30 მარტს ტელეარხ „ფოქსზე“ ნაჩვენები იქნა მულტსერიალ „სიმპსონების“ 546-ე სერია, რომელიც ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს მიეძღვნა. შემქმნელებმა აღნიშნული ეპიზოდი შემდეგნაირად დაასათაურეს: „მსაჯივით არ უნდა იცხოვრო“.

სერიაში ღიად არის ტურნირი გაკრიტიკებული. კერძოდ, ანიმატორები ფიფაში არსებულ კორუფციაზე, სამხრეთ ამერიკის მაფიოზურ დაჯგუფებებსა და ფეხბურთელთა მხრიდან სიმულაციაზე ამახვილებენ ყურადღებას. მულტფილმის მთავარ გმირ ჰომერ სიმპსონს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის განსჯა მოუწევს. „მარაკანაზე“ გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებები ხვდებიან. ჰომერს მატჩამდე ერთ მილიონ დოლარს სთავაზობენ იმისთვის, რომ მან ბრაზილიის ნაკრებს გაამარჯვებინოს. სიმპსონების ოჯახის უფროსი შემოთავაზებას თანხმდება, თუმცა ოჯახის წევრებთან დიალოგის შემდეგ გადაწყვეტილებას ცვლის და მატჩს სამართლანად სჯის. მულტსერიაში ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც აშკარად ნეიმარის პროტოტიპია, მეტოქის საჯარიმო მოედანზე განზრახ წაიქცევა, მთელი სტადიონი პენალტის დანიშვნას ითხოვს, თუმცა ჰომერი თერთმეტმეტრიანს არ ნიშნავს. საბოლოოდ, გერმანიის ნაკრები ანგარიშით 2:0 იმარჯვებს, ჰომერს კი მატჩის შემდეგ მოკვლით ემუქრებიან. საბოლოო ჯამში, მას მეუღლე გადაარჩენს, რომელიც ამასობაში პორტუგალიური ენის სწავლას ცდილობს.

„სიმპსონების“ შემქმნელების მიერ დასმული ეს ტენდენციები მაშინვე მოექცა ფეხბურთის მოყვარულთა ინტერესის სფეროში და ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება, თუ ქართველი გულშემატკივარიც იხილავს ტელევიზიის ისტორიაში დღემდე ყველაზე ხანგრძლივი, წარმატებული და აქტუალური მულტსერიალის აღნიშნულ ეპიზოდს.

ამ სერიას აქვე გთავაზობთ.

 

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიამ 7 თვის შემდეგ შეაგდო და გაგიჟდაა (ვიდეო)

კვარაცხელიამ ძალიან დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ “უდინეზეს” გაუტანა. ყველაფერი თვითონ შექმნა და შეასრულა. ⚽️🇮🇹 GOAL […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად არის ნეიმარი? თომა ტაბატაძემ “ალ ჰილალს” გაუტანა (ვიდეო)

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარის “ალ ჰილალი” თომა ტაბატაძის “ნავბაჰორს” ეთამაშება. ნეიმარის მხარდამხარ მიტროვიჩი და მალკომიც [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირველად! მამარდამ “ვალენსიაში” პენალტი აიღო! (ვიდეო)

გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიაში” პირველად შეძლო პენალტის აღება. მამარდამ “ალავესის” წინააღმდეგ გარსიას აუღო. აღსანიშნავია, რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

2 წუთში ასისტი! კვარა მოედანზე გამოვიდა და მაშინვე აჩვენა გარსიას (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე გამოსვლიდან 2 წუთში საგოლე ასისტი გააკეთა კაპიტან დი ლორენცოზე. 🚨🚨| GOAL: Di […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედერაციის პრეზიდენტმა ქალ ფეხბურთელს ტუჩებში აკოცა და ახლა დიდ კრიტიკას იღებს (ვიდეო)

ესპანეთის ნაკრებმა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ფინალში 1-0 ინგლისი დაამარცხეს. დაჯილდოების დროს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გინდა მესის შეეხო? შანსი არ გაქვს! “მაიამიმ” ლეოს სუპერ მცველი დაუქირავა (ვიდე

“ინტერ მაიამიმ” ლეო მესის პირადი მცველი დაუქირავა, რომელიც არა მარტო ქუჩაში გადაადგილებისას იცავს, არამედ სტადიონზე, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დაიმსახურა! ხვიჩა საცოლესთან ერთად კანში ისვენებს (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელია საცოლესთან ერთად საფრანგეთში, კანში ისვენებს. 🇬🇪🇫🇷 pic.twitter.com/diy9UNR4m8 — Dachi Tsurtsumia 🇬🇪 (@dtsgtr2) July […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ასეთი რამ გინახავთ? რა მოხდა ისრაელსა და ინგლისს შორის (ვიდეო)

ინგლისმა ისრაელის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში უშანსოდ, 3-0 დაამარცხა. პირველი ტაიმის ბოლოს 22 ფეხბურთელი უბრალოდ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას ამ მოძრაობას 7 მილიონი ნახვა აქვს! რა გააკეთა? (ვიდეო)

სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ქართული ფეხბურთის შესახებ ყველაზე მეტს და პროფესიონალურად Georgian Footy წერს. მის ერთ-ერთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მწვრთნელმა მსაჯი გოლის ჩათვლის გამო სცემა (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ “ინტერის აკადემიასა” და “დინამოს” შორის მატჩი “დინამომ” 2-1 მოიგო. გამარჯვების გოლი “ინტე...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლაუდიო რანიერის ღირსეული საქციელი – უმაღლესი დონე (ვიდეო)

კლაუდიო რანიერიმ “კალიარი” სერია A-ში დააწინაურა. პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში “ბარის” წინააღმდეგ “კალიარის” ფეხბურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუსს პროვოკატორს “დინამოს” ფანები ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის “დინამო” – ბათუმის “დინამოს” მატჩისას ეროვნებით რუსმა პროვოკაციის მოწყობა სცადა. მას ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეგენდარული ფანი, კნოლსი “ალკმაარის” ფანების წინააღმდეგ (ვიდეო)

“ვესტ ჰემის” ლეგენდარული ფანი კნოლსი “ალკმაარის” ფანებს მარტო დაუპირისპირდა. West Ham fan "Knollsy" protecting the [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები გაბრაზებული არიან – რონალდოც გაბრაზებულია (ვიდეო)

საუდის არაბეთში რონალდოს “ალ ნასრმა” მორიგი მატჩი ვერ მოიგო. თამაშის შემდეგ რონალდოსთან მეტოქე გუნდის მწვრთნელამ […]...
წაკითხვა