The Sun: მადრიდელები “მანჩესტერ იუნაიტედს” ოფიციალური წინადადებით მიმართავენ
The Sun-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” დავიდ დე ხეას ტრანსფერზე ოფიციალური წინადადების გაგზავნას აპირებენ. “თეთრები” “წითელ ეშმაკებს” მეკარის სანაცვლოდ 46 მილიონ ფუნტს სთავაზობენ.
როგორც იცით, “ბლანკოსის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი საკმაოდ დიდი ხანია, რაც ესპანელი მეკარის გულის მოგებას ცდილობს, რასთანაც 2015 წლის ზაფხულში ძალიან ახლოს იყო.
გარდა ამისა, “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი უარს აცხადებს უცხოელ ფეხბურთელში დიდი ოდენობის თანხის გადახდაზე და დე ხეას გადაბირებას საუკეთესო ვარიანტად მიიჩნევს.