The Sun: რუნი დაისჯება, მას კაპიტნის სამკლაურს ჩამოართმევენ
The Sun-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევს, უეინ რუნის დასჯიან და ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაურს ჩამოართმევენ.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ინგლისელი ფორვარდი პაპარაცებმა გასულ კვირას, “შოტლანდიასთან” მოგებული (3-0) მატჩის შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გამოიჭირეს.
ინგლისელთა თავკაცმა, გარეთ საუთგეითმა მატჩისშემდგომი წვეულების შემდეგ, ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს კატეგორიულად აუკრძალა სასტუმროს დატოვება, მაგრამ რუნიმ მისი ეს მითითება არ გაითვალისწინა, რის გამოც ინგლისელები მის დასჯას ითხოვენ.
გთავაზობთ ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მარტინ გლენის განცხადებას: “იმედგამაცრუებელია. ვფიქრობ, ნაკრების კაპიტნისგან მსგავსი ქცევა მიუღებელი უნდა იყოს. მაგრამ მან ბოდიში მოიხადა, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, არ ღირს ამ თემაზე ბევრი საუბარი.”