The Telegraph: “არსენალი” ანჩელოტის კანდიდატურას განიხილავს
ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობამ დღეს უნაი ემერის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად კი ფრედრიკ იუნგბერგი სახელდება.
როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეებმა” უკვე წამოიწყეს მოლაპარაკებები მწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატთან. The Telegraph-ის ცნობით, ლონდონელები აქტიურად განიხილავენ “ნაპოლის” იტალიელი თავკაცის, კარლო ანჩელოტის, მოწვევის ვარიანტსაც.
ანჩელოტის გარდა, ინგლისური გრანდი განიხილავს ნუნუ ეშპირიტუ სანტუს კანდიდატურასაც (“ვულვერჰემპტონის” მწვრთნელი), ისევე როგორც პეპ გვარდიოლას დამხმარის, მიკელ არტეტას ვარიანტს.
აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტის “ნაპოლისთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს, რაც კიდევ უფრო რეალურს ხდის მის ინგლისში დაბრუნების შესაძლებლობას.