The Telegraph: “სანდერლენდი” ბრეიდისა და შეინ ლონგის გადაბირებას შეეცდება
ინგლისური “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი ზამთრი სატრანსფერო ფანჯარაზე “შავი კატების” ხელმძღვანელებისაგან აქტიურობას ითხოვს.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-თავკაცის ყურადღება “ნორვიჩის” ირლანდიელმა ფეხბურთელმა, რობი ბრეიდიმ მიიპყრო, რომელიც ამჟამად ჩემფიონშიპში ასპარეზობს და მალევე უნდა პრემიერ ლიგაში დაბრუნება.
გარდა რობი ბრეიდისა, მოიესმა თვალი შეინ ლონგსაც დაადგა, რომლის გადაბირებაც გაცილებით უფრო რთული იქნება, რადგანაც ამჟამად ის “საუთჰემპტონის” ძირითადის ფეხბურთლად ითვლება, ამასთანავე “სანდერლენდში” გადასვლის შემთხვევაში, მას საკმაოდ ძლიერი ჯერმეინ დეფოსათვის მოუწევს კონკურენციის გაწევა.