თედო აბჟანდაძე – უმცროსი უმცროსებს შორის

თარიღი: ივნისი 26, 2017

თედო აბჟანდაძე – ეს სახელი და გვარი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ ქართული რაგბის ქომაგისთვის ნაცნობი და ახლობელი გახდა.

უმცროსი ბორჯღალოსნების ყველაზე უმცროსი წევრი ჩემპიონატის დაწყებისას ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო და 13 ივნისს, 18 წლის იუბილე არგენტინის დამარცხებით აღნიშნა.

რაგბმა ფეხბურთი გადაწონა

აბჟანდაძემ რაგბის თამაში მშობლიურ ქუთაისში, ქართული რაგბის ერთ-ერთ ფლაგმან ‘აიაში’ 8-9 წლისამ დაიწყო და მისი პირველი მწვრთნელები რამაზ სვანაძე და ალეკო ნიქაბაძე იყვნენ.

„სკოლაში, კლასში ვიჯექი, როდესაც რამაზ სვანაძე შემოვიდა და ბიჭებს გვითხრა, რომ რაგბის წრე იხსნებოდა, ვისაც სურვილი გვქონდა, შეგვეძლო უფასოდ გვევარჯიშა და ტურნირებშიც მივიღებდით მონაწილეობას. ამ დროს ფეხბურთზე დავდიოდი, თუმცა იდეა მომეწონა და პარალელურად რაგბზეც დავიწყე სიარული“ – იხსენებს რაგბში მისვლის დღეს აბჯანდაძე და აგრძელებს:

„მწვრთნელი მეუბნებოდა, რომ არც ფეხბურთისთვის დამენებებინა თავი და თუ საბოლოოდ არჩევანს რაგბზე შევაჩერებდი, ეს ფეხით თამაშის დახვეწაში დამეხმარებოდა. დაახლოებით 2 წელი ორივე სპორტზე დავდიოდი, თუმცა რაგბი უფრო მომწონდა, ალბათ, მისი თამაში უკეთაც გამომდიოდა და საბოლოოდ არჩევანი რაგბზე შევაჩერე. რაგბის თამაშისას უფრო ლაღი ვიყავი, მეტად ვერთობოდი, სკოლისა თუ უბნის მეგობრებმაც რაგბი აირჩიეს და არჩევანის გაკეთებისას ბევრი არ მიფიქრია“.

‘აია’ + რაგბის აკადემია

მას შემდეგ, რაც ქუთაისში საქართველოს რაგბის აკადემიის დასავლეთის ფილიალი გაიხსნა, თედოს, როგორც ერთ-ერთ ნიჭიერ მორაგბეს აკადემიის სივრცეში უხმეს და  კლუბში ვარჯიშის პარალელურად, 2 წლის განმავლობაში უნარებს აკადემიაში ხვეწდა.

„აკადემიაში ლევან შარვაშიძე, ირაკლი დგებუაძე და გიგა გურეშიძე კვირაში ორჯერ გვავარჯიშებდნენ, დასავლეთის აკადემიის გუნდის შემადგენლობაში ინგლისური და რუმინული კლუბების წინააღმდეგაც ვითამაშე. ეს იყო ჩემი პირველი საერთაშორისო თამაშები და დიდი გამოცდილება შევიძინე. მთლიანობაში, აკადემიაში ჩატარებული ვარჯიშები განვითარებაში და უნარების დახვეწაში დამეხმარა“ – ამბობს აბჟანდაძე.

სულ სხვა დონეზე

17 წლის აბჟანდაძეს, რომელიც უკვე ‘აიას’ პირველ გუნდში თამაშობდა, შარშან 20-წლამდელთა ნაკრებში უხმეს და 2017 წლის ჩემპიონატისთვის სექტემბრიდან ემზადებოდა. მან უმცროს ბორჯღალოსნებთან ერთად ყველა შეკრება გაიარა, თუმცა ამა წლის მარტში 18-წლამდელთა ნაკრებში გადაინაცვლა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც გუნდთან ერთად ფინალში გავიდა.

საფრანგეთში ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, ის კვლავ 20-წლამდელებს შეუერთდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭეშმარიტი რაგბი დააჭაშნიკა:

„რადგან გუნდთან ერთად ყველა შეკრება გავლილი მქონდა, შეთამაშების მხრივ პრობლემა არ შემქმნია, თუმცა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დონე, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის დონესთან ახლოსაც ვერ მივა და ამ მხრივ გადართვა გამიჭირდა. ეს მარტო ჩემი კი არა, ალბათ მთელი გუნდისთვის პრობლემა იყო და ტემპთან შესაგუებლად და გასახსნელად ორი თამაში დაგვჭირდა.

ასეთი დონის ტურნირზე აქამდე არასდროს მითამაშია და უკანასკნელ 3 კვირაში ძალიან გავიზარდე. მოვძლიერდი ფიზიკურად, განვვითარდი ინდივიდუალურად და ბევრი რამ ვისწავლე, როგორც ჩვენი, ასევე სხვა ნაკრებების თამაშებიდან“.

გამარჯვება დაბადების დღეზე

13 ივნისს თედო აბჟანდაძე სრულწლოვანი გახდა – 18 წელი შეუსრულდა. ამ დღეს ის მოედანზე გავიდა და ტურნირის მეოთხე მატჩში არგენტინასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, რომლის შემდეგაც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მესამე 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაში უფლება მოიპოვეს.

„სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება არგენტინასტან ჩატარებული მეორე მატჩი და ისტორიული გამარჯვება. ამ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო, სრულწლოვანი გავხდი, თამაშის შედეგს ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა და ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს 20-წლამდელთა ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც არგენტინის ნაკრები დაამარცხა. ეს ყველაფერი მოხდა გულშემატკივრის დიდი კრიტიკის ფონზე, მაგრამ განვლილი 3 მარცხი ამ გამარჯვებამ გადაწონა და ჩვენს წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ გულშემატკივრის ფაქტორმა განაპირობა, რომელიც მთელი 80 წუთი გაუჩერებლად გვქომაგობდა და დიდ სტიმულს გვაძლევდა.

ძალიან მაგარი ქომაგობა გვქონდა ბოლო, ირლანდიასთან მატჩისას, რომელშიც ბოლომდე ვიბრძოლეთ და გამარჯვების შანსიც გვქონდა, მაგრამ… ჩვენ მასში ყველაფერი ჩავდეთ, ბოლომდე დავიხარჯეთ, თუმცა მეორე ტაიმის დებიუტში 2 ლელო მივიღეთ და მეტოქეს ვეღარ დავეწიეთ. არგენტინასთან ერთად, ირლანდიასთან გამართული ეს შეხვედრაც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება“.

მორაგბე და ექიმი

თედო აბჟანდაძე კარგი მორაგბე და კარგი მგეზავია. პარალელურად, ის კარგი მოსწავლეა და დიდი ალბათობით, მომავალში კარგი ექიმი დადგება. 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ და მისი მსვლელობის პერიოდში, აბიტურიენტი მორაგბე აქტიურად მეცადინეობდა და ივლისში ეროვნულ გამოცდებზე გავა.

„სწავლა ბავშვობიდან მიყვარს, ვცდილობდი კარგად მოვმზადებულიყავი და წელს სამედიცინოზე ვაბარებ. ვნახოთ როგორ გამომივა. მართალია მასწავლებლებთან ვერ დავდიოდი, თუმცა შეკრებისას თავისუფალ დროს მეცადინეობაში ვატარებდი და იმედია სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებით ჩემს ოცნებას ავიხდენ.

სწავლა და განათლება რაგბის თამაშშიც მეხმარება. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ მორაგბეს განათლება თამაშს მნიშვნელოვნად უადვილებს. თუ ადრე რაგბი ძალისმიერი, ღონეზე ორიენტირებულ თამაშად მიიჩნეოდა, ახლა ყველა თანხმდება, რომ მორაგბისთვის აზროვნება გადამწყვეტია. როდესაც მოედანზე ხარ, გადაწყვეტილება წამის მეასედებში უნდა მიიღო და სწავლა, გონების მუდმივი ვარჯიში სწორედ ამაში გეხმარება“.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

Rugby.Ge



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა