თეიმურაზ შონია: “ვულოცავ “ლოკომოტივს” პირველ გამარჯვებას”
დღეს ეროვნული ლიგის პირველ ტურში თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე ერთმანეთს “ლოკომოტივი” და ბათუმის “დინამო” დაუპირისპირდნენ. გამარჯვება დედაქალაქელებს დარჩათ, რომელთა მხრიდან დუბლით ირაკლი სიხარულიძე გამოირჩა. აჭარელთა მხრიდან ერთადერთი ბურთი თეიმურაზ შონიამ გაიტანა.
Fanebi.Com-ი შონიას დაუკავშირდა და მას მატჩის შეფასება სთხოვა.
“ვიცოდით, რთული მატჩი იქნებოდა. ეს სეზონის პირველი შეხვედრა იყო. ამ დროს კი გუნდები, დაახლოებით, ერთნაირ კონდიციებში არიან და ყველა ცდილობს კარგად დაიწყოს ჩემპიონატი.”
“ჩვენ ერთადერთი მიზანი გვქონდა: მოსაგებად ჩამოვედით. დასაწყისში უპირატესობაც მოვიპოვეთ და გოლიც გავიტანეთ, გვქონდა რამდენიმე კარგი შანსი. თუმცა, რაღაც მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ და ორი გოლი მივიღეთ. ამის შემდეგ ძალიან გაძნელდა თამაშის შემოტრიალება.”
“ვულოცავ “ლოკომოტივს” ამ გამარჯვებას!” – განუცხადა ჩვენს საიტს აჭარელთა ერთ-ერთმა ლიდერმა.