“თელავმა” “ბარსელონელი” ლიონელი დაიმატა

ეროვნული ლიგა 2-ის მე-3 ადგილოსანმა, საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” კატალონიის “ბარსელონას” აკადემიის, ლა მასიის აღზრდილი, კამერუნელი ლიონელ ენგუენე დაიმატა.
23 წლის ენგუენემ ფეხბურთის თამაში ლეგენდარული კამერუნელი თავდამსხმელის, სამუელ ეტოოს სახელობის აკადემიაში დაიწყო, მერე კი კატალონიაში გადაბარგდა და 2007-2015 წლებში “ბარსელონას” აკადემიაში ვარჯიშობდა.
2015-2016 წლების საფეხბურთო სეზონი “ბარსელონა B”-ში დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 12 მატჩი ჩაატარა და 2016-ის იანვარში იჯარის წესით თურქულ “ანთალიასფორს” მიაშურა (6 მატჩი)
2016-2017 წლების სეზონისთვის ლიონელ ენგუენე “ბარსელონამ” მესამე დივიზიონის კლუბ “ლუგოში” გაანათხოვრა, 2017-ის იანვრიდან კი პორტუგალიურ “ლეიშოეშში” ჩაატარა 2 მატჩი
ლიონელ ენგუენეს კამერუნის 20-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშევი 3 მატჩი და მან “ბარსელონას” შემადგენლობაში 2013-2014 წლების სეზონის უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
“თელავში” ფეხბურთელმა 10 ნომრიანი მაისურა მოირგო და გუშინვე ითამაშა თბილისის “მერანის” წინააღმდეგ და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.
“თელავი” ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად პლეი-ოფში იბრძოლებს.