“თელავმა” ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვება “სამტრედიასთან” მოიპოვა
ეროვნული ლიგის მე-4 ტურში “თელავმა” “სამტრედია” მიიღო და 3-1 გაიმარჯვა. ანგარიში მე-4 წუთზე ცენტრალურმა მცველმა ბერიაშვილმა გახსნა, 5 წუთში კი ყურბანოვმა პენალტით გაათანაბრა. 22-ე წუთზე რუხაძემ პენალტით უპასუხა, მეორე ტაიმში კი საბოლოო პასუხი კვლავ ცენტრალურმა მცველმა, თორნიკე ძოწენიძემ დააფიქსირა.
“თელავმა” ელიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა და 6 ქულით მე-4 ადგილზე გადავიდა. “სამტრედიას” 4 ქულა აქვს და მე-7-ზე ჩამოქვეითდა.
თელავი 3-1 სამტრედია
გოლები: ბერიაშვილი 4, რუხაძე 22 (პ), ძოწენიძე 54 – ყურბანოვი 9 (პ)
თელავი: გოშაძე – ჩაბრაძე, ბერიაშვილი, თოლორდავა, ძოწენიძე, ჩუკვურა – მოსიაშვილი (ვარშანიძე 58), ბაშელეიშვილი – სამუშია (კვასოვი 72), რუხაძე (ნ.ბაშელეიშვილი 86), კოხრეიძე
მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
სამტრედია: სეფიაშვილი – ინკუმი, კამბა, კილასონია, ახალაძე (ფერეირა 85) – იმნაძე, მესიაჩენკო, დისი, კვირკვია (ლუკავა 63) – ქოჩლაძე (ილურიძე 45), ყურბანოვი
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა