თემურ ფარცვანია შესაძლოა, საქართველოს ნაკრების წევრი გახდეს
დონეცკის “ოლიმპიკის” მცველ თემურ ფარცვანიას შესაძლოა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უხმონ. ფარცვანია უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული, ახლა კი შესაძლოა, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდეს და საქართველოს ნაკრების ფორმა მოირგოს. საქართველოს ნაკრების წარმომადგენელთა მხრიდან ფარცვანიას მიმართ ინტერესს თავად 25 წლის ფეხბურთელიც ადასტურებს.
“დიახ, ასეთი შესაძლებლობა განიხილება”, – აღნიშნა თემურ ფარცვანიამ.
თემურ ფარცვანია თბილისშია დაბადებული, უკრაინაში კი 2008 წელს გადავიდა და მალევე იქაური მოქალაქეობა მიიღო. 2009 წელს ფარცვანია უკრაინის 19 წლამდე ნაკრებში ევროპის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ 19-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობისას ფარცვანიას ერთი გოლი აქვს გატანილი და ისიც საქართველოს ნაკრების კარში. მან უკრაინის ახალგაზრდულ გუნდში ჩატარებულ 19 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.