თემურ ქეცბაია: “ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, ბურთს არ დაგანახებენ, მაგრამ ეს აღარ არის ფეხბურთი”
ვაგრძელებთ რუბრიკას და ვიხსენებთ საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ცნობილ და ლეგენდარულ გამონათქვამებს.
“ჩვენ გვყავს კატეგორია ფეხბურთელების, ბურთთან, 1 მონაკვეთში ბურთს არ დაგანახებს. დღეს არ არის ეს ფეხბურთი, 1 კვადრატულ მონაკვეთში რომ იტრიალო და იტრიალო. ზიდანი 31 წლის იყო “რეალიდან” რომ წავიდა, ფეხბურთს დაანება თავი, რადგან სირბილი აღარ შეეძლო. მეც აღარ ვთამაშობ, სირბილი არ შემიძლია, აბა თუ სიარულით თამაშია, არავისზე ნაკლებად არ გავაჩერებ, არ დავარტყმ და არ მოვატყუებ.
17-18 წლის ფეხბურთელი დღეს 2 მეტრზე ხტება, წინ და უკან დარბის. ეს არის ფეხბურთი. ჩვენ გვყავს ასეთი ფეხბურთელები – ბურთი მომეცი, მე იქ რაღაცას ვიმატავებ, დავკარგავ, მე გავჩერდები, შენ ირბინე და ისევ მომეცი. ანუ ამათმა უნდა ირბინონ, რომ იმათმა თავი ხოში გაისწორონ. დღევანდელი ფეხბურთი არის წინ და უკან სირბილი. თუ ბურთი დაიკარგა, ყველა დაცვაში ვეხმარებით. შენ ახლა დაცვაში ახერხებ დახმარებას, თუ წინ ვერ მიდიხარ. ჩვენ არავისთვის დაგვიშლია, შვილო, წადი წინ შეუტიე, გაიქეცი, თუმცა თუ დაიკარგა, ნება იბოძე და ჩამოდი უკან, აიყვანე შენი კაცი. შენ თუ იმის თავი არ გაქვს, იქითაც გაიქცე და აქეთაც გამოიქცე, ალბათ ერთ რაღაცას აირჩევ. წინ ვეღარ დარჩები, იქედან მე დაგიყვირებ და გინდა, არ გინდა, ჩამოგიყვან უკან. ეგრეა, აბა როგორ გინდა.
ხალხი დარბის 15 კილომეტრს, საქართველოს პირველობაზე რომ გასინჯო, აღარ დარბიან 4 კილომეტრს, 3.5 კილომეტრზე მეტს. პრობლემა ეგეც არის. ხალხს ვუყურებ, ვფიქრობ, აწონვა აღარ ხდება? სულ წონის პრობლემაა. ყველა ცდილობს სულ სხვა იმით მიიქციოს ყურადღება და არა ფეხბურთის თამაშით მინდორზე. ხან ტატუაჟებიტ სავსე, ერთს იმხელა წვერი მოუშვია, მუჯაჰედირი მეგონა. იდგა და წვერს ისწორებდა” , – თქვა ქეცბამ.