თემურ ქეცბაია: “ჩვენი სურვილი ჯგუფიდან გასვლაა”

თარიღი: სექტემბერი 1, 2014

დღეს, საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან გასამართი მატჩისთვის შეიკრიბა და “დინამო არენაზე” პირველი ვარჯიშიც გამართა. მანამდე კი, ეროვნული გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

თემურ ქეცბაია: “ახალ შესარჩევ ციკლს 7 სექტემბერს ირალანდიასთან მატჩით ვიწყებთ. ფეხბურთელთა უმრავლესობა უკვე ჩვენთან ერთად არის. დანარჩენები კი ხვალ შემოგვიერთდებიან და ერთად გავაგრძელებთ მზადებას მოახლოებული მატჩისთვის.

მოგეხსენებათ, საქართველოს ჩემპიონატჩი მოთამაშე ფეხბურთელებთან ერთად ერთი კვირაა ვემზადებოდით. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ შეკრების ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა, რომლითაც ძალიან კმაყოფილები ვართ. ორი ტესტ-მატჩითაც ვისიამოვნეთ და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ და ყველაფერი კარგად იქნება.

რევიშვილის საკითხთან დაკავშირებით, სიმართელე გითხრათ ალბათ მეტის ღირსიც ვარ. სულ რაღაც სამი თვის წინ “ტოსნოს” ხელმძღვანელობასთან მქონდა შეხვედრა, რომელზეც მთხოვეს, რომ რევიშვილი არ გამომეძახა, რადგან კლუბს ჩემპიონატჩი საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაშები უწევდა. იქიდან გამომდინარე, რომ რევიშვილს პირველ ნომრად არ მოვიაზრებ, ამ წინადადებაზე დავთანხმდი. ამ საკითხზე  “ტოსნოს” კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელთან მქონდა საუბარი, რომელმაც ნაკრებში თამაშზე თანხმობა განაცხადა და ესპანური შეკრებისთვის ორივეს გამოძახება მსურდა. თუმცა, რევიშვილთან დაკავშირება ძალიან გვიან შევძელით და ის შეკრებაზე ვერ წამოვიდა. ინციდენტის შემდეგ რევიშვილი მაინც გამოვიძახე, თუმცა მან ჩამოსვლაზე უარი თქვა და თავი საკლუბო თამაშებით გაიმართლა. საბოლოოდ კი მაინც ყველაფერი ქეცბაიას ბრალდება.

ჩვენ ნაკრებში კვერკველიას ნაირი ხალხი გვჭირდება. ამ ბიჭს რუსეთის ნაკრებში ჰქონდა თამაშის საშუალება, თუმცა მან ყველაფერზე უარი თქვა და საქართველო აირჩია. საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ მხოლოდ ისინი, ვისასც ამის სურვილი აქვს.

რაც შეეხება ჩვენთან ერთად შეკრებაზე მყოფი ახალგაზრდული ნაკრების წევრებს. მათთვის უკეთსი იქნება თავის ასაკში ითამაშონ სანაკრებო დონეზე. სწორედ ისინი წარმოადგენენ ჩვენს მომავალს.

ორი წლის წინ ასაპრეზი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივეცით. სიმართლე გითხრათ ამას საკმაოდ ბევრი კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, თუ მოკლე პერსპექტივაში შედეგს ვერ ხედავ გათვლა გრძელვადიან გეგმაზე უნდა გააკეთო, რაც ჩვენ განვახორციელეთ კიდეც. ეს ქართული ფეხბურთისთვის აუცილებელი იყო.

ჩვენი ნაკრების მოთამშეები თავიანთ კლუებშიც კი არ არიან წამყვან როლებზე. ქართულ ფეხბურთში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. სეზონის წინ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი უგუნდოდ დარჩა და ჩვენი დახმარებით ამ მოთამაშეებმა კლუბები მონახეს. ნაკრების შეკრებაზე ფოფხაძე გამოვიძახეთ, რომელიც ამჟამად უგუნდოდ არის, რაც დაუშვებელია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ მოთამაშეს აქვს მსგავსი პრობლემა. ჩვენი მეტოქე კი პრემიერლიგის გუნდების ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

ნაკრებში ორი თავდამსხმელია გამოძახებული, რაც სრულიად საკმარისია. მოხარული ვარ, რომ მჭედლიძეს სათამაშო პრაქტიკა აქვს. ნაკრები ერთ ფორვარდით თამაშობს და ამ ეტაპზე მეტი შემტევი არ გვჭირდებოდა. ჭანტურია ახალგაზრდულ ნაკრებშია, ხოლო ვაწაძე დანიის მეორე ლიგაში ასპარეზობს. ამ ქვეყნის წამყვან კლუბებს ჩვენი გუნდები ევროთასებზე ამარცხებენ.

ირლანდიასთან წარამტების მიღწევის ერთადერთი შანსი მოედნის ყველა მონაკვეთზე ბოლომდე ბრძოლაა. თუ მეტოქეს ამ კომპონენტში ვაჯობეთ, შედეგი ჩვენთვის სასიკეთო იქნება.

ახალ შესარჩევს ციკლს დიდი იმედებით ვხვდებით. გავიდა დრო, გავაკეთეთ გარკვეული სამუშაო და ამბიციებიც გაიზარდა. ჩვენი სურვილია, რომ ამ ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე მოვახერხოთ გასვლა.”

თემურ ქეცბაია_992836 თემურ ქეცბაია_992223 თემურ ქეცბაია_99222 თემურ ქეცბაია_01089028 ნაკრების ვარჯიში _081082 ნაკრების ვარჯიში _083098 ნაკრების ვარჯიში _085725 ნაკრების ვარჯიში _089292 ნაკრების ვარჯიში _992722 საქართველოს ნაკრების ვარჯიში_971972

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

შოუ: “თუ ზლატანის გუნდში იყავი და წააგებდი, აუცილებლად მოგკლავდა”

ლუკ შოუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყოფნის პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ შვედმა სუპერვარსკვლავმა 2016/17 წლების [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტმა ტიაგო სილვას “მილანში” შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი

“პარი სენ-ჟერმენის” 35 წლის კაპიტნის, ტიაგო სილვას, აგენტი თავისი კლიენტის იტალიაში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერბატოვი საუკეთესო თანაგუნდელზე: “თითქოს ერთმანეთთან ვიწექით”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ვარსკვლავ დიმიტარ ბერბატოვს ისეთი ფეხბურთელების გვერდით აქვს ნათამაშები, როგორებიც უეინ რუნი, კარლოს [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი: “მე და კობის ბევრი რამ გვქონდა საერთო”

“პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა მასზე დიდი ზეგავლენა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფრუიძემ “ლოკომოტივი” ზუმში ავარჯიშა (ფოტოები)

თბილისის “ლოკომოტივს” ლევან კორღალიძის წასვლის შემდეგ სოსო ფრუიძე წვრთნის. ფრუიძემ გუნდი ამეჯრად ონლაინ სივრცეში, აპლიკაცია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიოს მიმართვა ციხიდან (ვიდეო)

ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო ერთ თვეზე მეტია პარაგვაის ციხეში სასჯელს იხდის. დღეს ინტერნეტსივრცეში ციხეში გადაღებული ვიდეო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამ ამბავს მანჩესტერული კლუბი ავრცელებს. “მანჩეს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნმა” ვარჯიში განაახლა (ფოტო)

გერმანიის ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბმა, მათ შორის “ბაიერნმა” ვარჯიში განაახლა. “ბაიერნი” ჯგუფებადაა დაყოფილი და ბაზაზე სავარჯი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერის” ექს-პრეზიდენტი: “მესის ტრანსფერი წარმოუდგენელი ოცნება არააR

ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელ ლეო მესის უკვე დიდი ხანია, რაც “ინტერში” ტრანსფერს უწინასწარმეტყველებენ. ამ ყოველივეზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დელ ბოსკე: “ნეიმარი ახალი თაობისთვის სანიმუშო ვერ იქნება”

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, პრესასთან ნეიმარის დადებით და უარყოფით მხარეებზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დაიკი: “მინდა ფანებს დავამახსოვრდე, როგორც “ლივერპულის” ლეგენდა̶

მერსესაიდის “ლივერპულის” დაცვის ბურჯმა, ვირჯილ ვან დაიკმა, პრესასთან საკუთარ სურვილებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი მცველის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

არიც ადურისი: “კოპა დელ რეის ფინალი საერთოდ არ მადარდებს”

ბილბაოს “ატლეტიკის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, არიც ადურისმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე ფეხბურთმა მისთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატრიკ კუტრონემ კორონავირუსი დაამარცხა

დიდი პაუზის შემდეგ, იტალიიდან პოზიტიური ამბებს გამცნობთ. “ფიორენტინას” სამი ფეხბურთელი, პატრიკ კუტრონე, ჟერმენ პეზელა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კორონავირუსით დაინფიცირებულმა “რეიმსის” ექიმმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულ

ფრანგული “რეიმსის” ექიმმა ბერნარ გონსალესმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 60 წლის მამაკაცი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ფანცულაია: “სახლიდან გასვლის შემდეგ პირველი ფეხბურთს ვითამაშებ”

26 წლის თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია ეროვნული ლიგის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნდა. ფანცულაია […]...
წაკითხვა