თემურ ქეცბაია: “დაუშვილი ღამით ვერ იძინებდა”

თარიღი: მარტი 25, 2020

ფამაგუსტის “ანორთოსოსის” მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მურთაზ დაუშვილისა და ჯანო ანანიძის საქართველოში დაბრუნებაზე ისაუბრა.

“დაუშვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ღამით ვერ იძინებდა. მისი შვილები და მეუღლე საქართველოში არიან, თავიდან იყო საუბარი მათ კვიპროსში ჩამოსვლაზე, მაგრამ აეროპორტები დაიკეტა, ფრენები შეჩერდა და ესაც ვეღარ მხოერხდა. ასეთ სიტუაციაში იყო ანანიძეც, მათ თავიანთ ოჯახებზე უნდა იზრუნონ.  არ შემიძლია ამ მდგომარეობაში ფეხბურთელი შევაჩერო და ხელშეკრულებაზე მივუთითო”, – განაცხადა ქეცბაიამ.

დაუშვილი და ანანიძე საქართველოში კერძო თვითმფრინავით დაბრუნდნენ.



მსგავსი სიახლეები