‘თემურ ქეცბაია!’ – გაბრაზებული მარკო არნაუტოვიჩი გატანილი გოლის შემდეგ (ვიდეო)
13 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე ავსტრიის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 3:1 დაამარცხა.
ავსტრიელთა სათადარიგო შემადგენლობაში იყო მარკო არნაუტოვიჩი, რომელიც თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. 32 წლის თავდამსხმელმა 89-ე წუთზე მეტოქის კარში გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გოლის შემდეგ, არნაუტოვიჩი ძალიან გაბრაზებული ჩანდა. მის დაწყნარებას თანაგუნდელებიც კი ცდილობდნენ.
alaba telling arnautovic to shut up is very good content imo pic.twitter.com/9TKowEcM42
— jake fields (@jake_fields) June 13, 2021
“ბიბისის” ჟურნალისტი ჯონ ბენეტი ამ ეპიზოდს გამოეხმაურა და თემურ ქეცბაია გაიხსენა.
“მეგონა, არნაუტოვიჩი თემურ ქეცბაიას გოლის აღნიშვნას გაიმეორებდა”, – წერს ბენეტი.
I thought Marko Arnautović was going to do a
Ketsbaia celebration at one point.— John Bennett (@JohnBennettBBC) June 13, 2021
Arnautovic's angry celebration not quite the full Ketsbaia, but it was weird. pic.twitter.com/dfHyO0ze7p
— James Greer (@jimtgreer) June 13, 2021