თემურ ქეცბაია: “მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ”

თარიღი: ოქტომბერი 2, 2015

თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი უეფას ევროპის ლიგის K ჯგუფის მეორე ტურშიც დამარცხდა. კვიპროსული გუნდმა პრაღაში ადგილობრივ “სპარტასთან” შეხვედრა ანგარიშით 0:2 დათმო.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ განაცხადა, რომ აპოელმა “ასტერასის” წინააღმდეგ გასამართი მომდევნო ორი მატჩი უნდა მოიგოს, რათა ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნოს.

“გუნდს სჭირდება ლიდერები. ტრავმების მხრივ გარკვეული პრობლემები გვქონდა. ამის მიუხედავად, ზოგიერთ ნიუანსში თავი კარგად წარმოვაჩინეთ.

რა თქმა უნდა, გამძლეობაც უნდა ვახსენოთ, რადგან კვიპროსის ჩემპიონატის ფინიშსა და წინასასეზონო მზადებას შორის დრო ძალზედ მოკლეა. ფეხბურთელებიც ადამიანები არიან. აუცილებელია, რომ სეზონი ადრე დასრულდეს.

დღეს ის მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ. რეალისტები უნდა ვიყოთ. “ასტერასს” ორივე შეხვედრა უნდა მოვუგოთ, რათა ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნოთ. დავმარცხდით, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ. მართალია, დღეს ქომაგები დავამწუხრეთ, თუმცა იმედი მაქვს, მომდევნო მატჩში შევძლებთ მათ გაღიმებას.

შესვენებაზე ჩემს მოთამაშეებს ვუთხარი, რომ ზედმეტად აფასებენ გუნდს, რომელიც ასეთ პატივისცემას არ იმსახურებს. ფეხბურთელები არ უნდა გავაკრიტიკოთ. ორშაბათს მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს (“ენოსისთან” – ავტ), რომელიც უნდა მოვიგოთ. თავი მაღლა უნდა ავწიოთ, ეს მატჩი უკვე წარსულია, ჩვენ კი წინ უნდა გავიხედოთ.

კვიპროსული გუნდისთვის იოლი არ არის ევროსარბიელზე ძირითადი შემადგენლობის ხუთი-ექვსი ფეხბურთელის დაკარგვა. მომიწია, დაცვითი ნახევარმცველები ცენტრალურ მცველებად და შემტევი ნახევარმცველები დაცვით ნახევარმცველებად მეთამაშებინა”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს Cyprusscore-ი.

საკადრო პრობლემების გამო თემურ ქეცბაიას ძირითად შემადგენლობაში 1997 წელს დაბადებული რაფაელ ანასტასიუს დაყენება მოუწია, რომელმაც თავი კარგად წარმოაჩინა და გუნდის თავკაცისგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა.

“ეს ბიჭი ახალგაზრდულ გუნდში ვნახე და მისმა თამაშმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. დღეს მას შეუძლია, იამაყოს. დღევანდელ მატჩში ჩვენი გუნდის რიგებიდან საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ანასტასიუს დავასახელებდი. მწვრთნელისთვის ადვილი არ არის, როდესაც გუნდის საუკეთესო მოთამაშე 18 წლის ფეხბურთელია. ჩვენ წავაგეთ მატჩი, მაგრამ მოვიგეთ ფეხბურთელი”, – დაასრულა ქეცბაიამ.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კორონავირუსით დაინფიცირებულმა “რეიმსის” ექიმმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულ

ფრანგული “რეიმსის” ექიმმა ბერნარ გონსალესმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 60 წლის მამაკაცი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ფანცულაია: “სახლიდან გასვლის შემდეგ პირველი ფეხბურთს ვითამაშებ”

26 წლის თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია ეროვნული ლიგის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნდა. ფანცულაია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიბალას პარტნიორი: ” 15 დღე უკვე გავიდა, მაგრამ კორონავირუსი კვლავაც გვაქვს”

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ვარსკვლავის პაულო დიბალას მეგობარი გოგონა საკმაოდ საინტერესო ამბის შესახებ მოგვითხრობს. როგორც იცით, [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დე ბეეკმა “რეალში” შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი

ამსტერდამის “აიაქსის” ვარსკვლავმა, დონი ვან დე ბეეკმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ესპანეთში თამაში მისთვის მომხიბლველია. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის დასრულების ბოლო ვადა დაასახელა

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპული ტურნირების დასრულება 2020 წლის 3 აგვისტომდე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რონალდუ ბატარეებს დატენის და უფრო ძლიერი დაბრუნდება”

ლისაბონის “სპორტინგის” ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ლეონელ პონტეში, რომელიც თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუს წვრთნიდა, ამბობს, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეჰილი: “რთულია პატივი სცე იმას, რაც სარიმ გააკეთა”

ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა კაპიტანმა, გარი კეჰილმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ გუნდიდან წასვლა მაურისიო სარის ქმედებებმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუსტად ამ დღეს, 21 წლის წინ: თემურ ქეცბაიას ულამაზესი გოლი “ტოტენჰემის” კარში

1999 წელი, 5 აპრილი “ნიუკასლი” – “ტოტენჰემი” 1:1 გოლები: დარენ ანდერტონი 50′; თემურ ქეცბაია 78′. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უოკერმა ფანებს საკარანტინო წესების დაცვისაკენ მოუწოდა, თავად კი სახლში მეძავები მიიყვანა

“მანჩესტერ სიტის” მცველი კაილ უოკერი შარში გაეხვა. ინგლისელმა ფეხბურთელმა საკარანტინო პერიოდის დროს სახლში მეძავები მიიყვანა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავი: “ჩემთვის, რონალდინიოზე წინ მხოლოდ მესი დგას”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა რონალდინიოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მასზე წინ მხოლოდ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუნი: “ეს იყო ყველაზე ცუდი შეგრძნება, რაც კი ფეხბურთში განმიცდია”

ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, პორტუგალიის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

კავანის მომავალი კლუბი გაირკვა

UOL Esporte-ის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ ფრანგული კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 33 წლის […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დე ბეკი: “რეალი”? ესპანური ენის სწავლა არ დამიწყია”

ამსტერდამის “აიაქსის” შემტევმა ნახევარმცველმა, დონი ვან დე ბეკმა მადრიდის “რეალში” შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. როგორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გლები ბელარუსულ ფეხბურთზე: “პორნოგრაფია? უხეში ნათქვამია”

“არსენალისა” და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი ალექსანდრ გლები რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვებს გამოეხმაურა. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა თანხას დაკარგავენ პრემიერ ლიგის კლუბები კორონავირუსის გამო?

ინგლისის პრემიერ ლიგაში მონაწილე კლუბების ხელმძღვანელები ცდილობენ ფეხბურთელები ხელფასის 30 პროენტით შემცირებაზე დაიყოლიონ. ამ ინფორმაციას […]...
წაკითხვა