თემურ ქეცბაია: “რატომ არ უნდა ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში?”
კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.
“რაც შეეხება მსოფლიოს, მე პირადად მომწონს. თვითონ ის პერიოდი, რა დროსაც ტარდება, მისაღებიც არის. წარმოიდგინე, ზაფხულში დღეში 4 თამაშის ნახვა, არც ისეთი ადვილი არის”
“თავიდან ხალხი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ ყველას დაანახეს, რომ ყველაფერი იდეალურად არის. კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვესაუბრე, პირველი დღიდან იქ არის, რამდენ მსოფლიო ჩემპიონატზე არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი ჩემპიონატი არსად მინახავსო. მინდვრები, სტადიონები, ყველაფერი იდეალურადაა მოწყობილი. რატომ არ შეიძლება მსოფლიო კატარში ჩატარდეს? რატო არ შეიძლება, ღმერთმა ქნას, საქართველოშიც? რატომ უნდა ჩატარდეს მხოლოდ გერმანიაში, ინგლისსა ან საფრანგეთში?”
“რა თქმა უნდა, კატარი საფეხბურთო ქვეყანა არ არის, თუმცა შეუძლია უმაღლეს დონეზე ორგანიზება. თან, ფეხბურთელები ახლა გადაღლილები არ არიან. თითქოს, იმ 15 შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადენ, რაც აქამდე ითამაშეს”