თემურ ქეცბაია: “როცა კვარაცხელია უცხოეთში წავა მაგარ გუნდში, ხვიჩა კიდევ უფრო…”
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია “ანორთოსისის” ბიჭებთან ერთად ნაკრების საგულშემატკივროდ ჩამოვიდა. ქეცბაიამ ელენე ბილიხოძის საავტორო გადაცემა “ესტაფეტაში” ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
“რაც მთავარია, თამაშობს. მართალია ყაზანის “რუბინი” ის “რუბინი” აღარ არის, რაც 10 წლის წინ იყო, მაგრამ მაინც კარგი გუნდია კარგი მწვრთნელით, რომელსაც “ცსკასთან” ერთად ჩემპიონატი აქვს მოგებული. მე თუ მკითხავთ, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება თუ საზღვარგარეთ მაგარ კლუბში მოხვდეს მაგარ ფეხბურთელებთან და როცა ასეთ კლუბში მოხვდება, უფრო მეტად გაიზრდება. “რუბინის” წამყვანი ძალაა, “რუბინს” ბევრი მისი მსგავსი ნამდვილად არ ჰყავს და როცა უცხოეთში წავა და ირგვლივ მაგარი ფეხბურთელები ეყოლება, გაცილებით მეტად განვითარდება. ვიცნობ თვითონ პიროვნებას, ძაან შრომისმოყვარე არის, ფეხბურთი უყვარს და ფეხბურთზე ფიქრობს. მას მთელი კარიერა წინ აქვს”, – განაცხადა თემურმა.
ქეცბაიას აზრით, საქართველოს ნაკრების ჩრდ.მაკედონიას დამატებითის გარეშე დაამარცხებს და გულშემატკივარს 120 წუთი არ ანერვიულებს.