თემურ ქეცბაიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ უახლოეს მატჩს შოტლანდიისა და გიბრალტარის წინააღმდეგ ჩაატარებს. თემურ ქეცბაიას ნაკრები 11ოქტომბერს გლაზგოში შოტლანდიას შეხვდება. 14 ოქტომბერს კი გიბრალტარს, ფაროში (პორტუგალია) დაუპირისპირდება. ოფიციალური მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები: გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ კვასხვაძე („ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი(„დინამო თბილისი“)
მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), აკაკი ხუბუტია („გოვერლა“, უკრაინა) სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი („ბოლუსპორი“, თურქეთი), დავით კვირკველია („სამტრედია“), ლაშა დვალი („სკონტო“,ლატვია)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა) ჯაბა კანკავა („დნიპრო“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი(„ვიტესი“, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი) ავთო ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია“), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია (ყველა „დინამო“, თბილისი),
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი („ფლამურტარი“, ალბანეთი)
ეროვნული ნაკრები გასვლითი მატჩებისთვის მზადებას 6 ოქტომბერს გლაზგოში დაიწყებს.
ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე და მესამე ტურის ორივე მატჩის ტელე-რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სფფ-ის პრესსამსახური