თემურ ქეცბაიას უცნაური პრესკონფერენცია – ქართველ მწვრთნელს ისევ დასჯიან?
3 ოქტომბერს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში “ანორთოსისმა” ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი” 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში ორივე გოლი ქართველებმა გაიტანეს. ანგარიში გიორგი ქვილითაიამ გახსნა, ხოლო მეორედ სტუმართა კარი თორნიკე ოქრიაშვილმა აიღო.
მატჩის შემდეგ, “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, სადაც ფრაზე “ყველაფერი კარგადაა” ოთხჯერ თქვა. ქართველ სპეციალისტს ამ ორი სიტყვის გარდა, სხვა არაფერი უთქვამს და დარბაზი ისე დატოვა.
ქეცბაია: “ყველაფერი კარგადაა.”
ჟურნალისტი: “როგორ შეაფასებდით “ანორთოსისის” თამაშს?”
ქეცბაია: “ყველაფერი კარგადაა.”
ჟურნალისტი: “რატომ არ საუბრობთ?”
ქეცბაია: “ყველაფერი კარგადაა.”
ჟურნალისტი: “გვესმის, რომ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ გაგაბრაზათ, მაგრამ…”
ქეცბაია: “ყველაფერი კარგადაა.”
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია რამდენიმე კვირის წინ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა დასაჯა. მიზეზი იყო ის, რომ “აპოლონთან” წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ, მან პრესკონფერენციაზე მხოლოდ “No comment” თქვა და დარბაზი ისე დატოვა.