WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (435828) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

თემურ შალამბერიძე: “ქეცბაიასთან მქონდა საუბარი, თუმცა რაიმე განსაკუთრებული არ უთქვამს”

თარიღი: აგვისტო 27, 2020

ხუთშაბათს ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალო” ნიქოზიაში ლიმასოლის “აპოლონს” დაუპირისპირდება. ოთხშაბათს დილას ჩვენი გუნდი კვიპროსში გაემგზავრა, საღამოს კი “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა:

– ყველანი მობილიზებული ვართ და სერიოზულად ვემზადებით ამ მატჩისთვის. გაცნობიერებული გვაქვს თამაშის მნიშვნელობა. გუნდში საბრძოლო განწყობაა და მოახლოებულ შეხვედრას სასიამოვნო განწყობაზე ვხვდებით.

– ამ წყვილში ფავორიტი “აპოლონია”. მეტოქის რომელ სათამაშო რგოლს გამოარჩევთ?
–  “აპოლონი” გამოცდილი ფეხბურთელებითა დაკომპლექტებული გუნდია. ვფიქრობ, თავდასხმის ხაზი გამორჩეული ჰყავს – დაბო და ბენჩოპი კვალიფიციური ფეხბურთელები არიან. თუმცა, ეს უკანასკნელი ითამაშებს თუ არა ხვალინდელ მატჩში, ვერ გეტყვით, რადგანაც როგოროც ვიცი მცირე ტრავმა ჰქონდა.

– თქვენს თანამემამულე, თემურ ქეცბაიასთან თუ გქონდათ საუბარი “აპოლონის” შესახებ და რა ინფორმაცია მოგაწოდათ?
– ახლა ისეთი დროა, მეტოქეზე ინტერნეტში მაქსიმალურად შეგიძლია მოიპოვო ინფორმაცია. ქეცბაიასთან მქონდა საუბარი, თუმცა რაიმე განსაკუთრებული არ უთქვამს.

– რა სტილის ფეხბურთს ითამაშებს “საბურთალო”?
– “საბურთალო” ყოველთვის შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. რა თქმა უნდა, ამ კურსის გადახვევას არ ვაპირებთ, თუმცა ვნახოთ, ხვალ როგორი თამაში გამოვა. ჩემი ფეხბურთელების მეიმედება. ბრძოლას გავუმართავთ მასპინძლებს.

– “საბურთალოს” ცენტრალური მცველი ჰყავს ტრავმირებული. კიდევ ვინ დაგაკლდებათ?
– ცენტრალური მცველები ჯანმრთელად არიან, უბრალოდ ხან მოუწევს ფეხბურთელს ძირითადში თამაში, ხან არა. რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, თუმცა ისინი ვინც მოედანზე გავლენ, ბოლომდე იბრძოლებენ და წარმატებისის მისაღწევად, მაქსიმუმს გაიღებენ.



მსგავსი სიახლეები