თენგიზ სულაქველიძის აკადემია ოფიციალურად გაიხსნა

თარიღი: ივნისი 26, 2018

26 ივნისს თენგიზ სულაქველიძის განახლებული აკადემია ოფიციალურად გაიხსნა. აკადემიაში, სადაც ბავშვების არაერთი თაობა გაიზარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. მოედნის რეკონსტრუქცია 2018 წლის მარტის მიწურულს დაიწყო.

გაწეული სამუშაოების შედეგად, თენგიზ სულაქველიძის აკადემიას ახალი, სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი აქვს. აკადემიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, აკადემიის ხელმძღვანელი თენგიზ სულაქველიძე, მოწვეული სტუმრები და აკადემიის ფეხბურთელები დაესწრნენ.

ლევან კობიაშვილმა სტუმრებსა და მომავალ ფეხბურთელებს აკადემიის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ აკადემიის განახლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგიული პროექტია, რადგან ეს ცვლილებები ქვეყანაში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებით განხორციელებული წინსვლაა.

ქალაქის მერმა კახა კალაძემ პროექტის მნიშვნელობა აღნიშნა და აკადემიის ბავშვებს წარმატებები უსურვა:

„მიხარია, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა შეემატა ქართულ ფეხბურთს. ჩვენ დავიწყეთ სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მინდა, რომ ამ ინციატივაში ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი… რაც შეეხება ამ ინფრასტრუქტურას, ეს ხელს უწყობს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას, რომელიც ერთერთი ყველაზე პოპულარული სპორტია. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ამ ინიციატივისთვის და ჩვენ – ქალაქის მერია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნას!“

მომავალ ფეხბურთელებს და აკადემიის ხელმძღვანელს წარმატება უსურვეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ჯამლეტ ხუხაშვილმა. თენგიზ სულაქველიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის, პროექტის განხორციელებისთვის და მომავალი თაობების აღსაზრდელად მზადყოფნა გამოთქვა.

ამ ეტაპზე, თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში 200-მდე ბავშვი ავრჯიშობს ფეხბურთში. აკადემიას ფეხბურთის ფედერაციისაგან საჩუქრად ბურთები და საფეხბურთო ინვენტარი გადაეცა.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვაკო გვილიამ პოლონეთის თასზე შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

26 მაისს საფეხბურთო ღონისძიებები განახლდა პოლონეთში. შედგა პოლონეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი “ლეგნიცასა” და “ლეგიას”...
წაკითხვა
ფეხბურთი

20000 დოლარი თვეში – ჯანო ანანიძე რუსეთში ბრუნდება

დიდი ალბათობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონატში დაბრუნდება. ჟურნალისტ სერგეი ეგოროვის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “ვლადიმერ ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა “ტაიმაუტში” ვლადიმერ ვაისის ახალ კონტრა...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის განახლდება ეროვნული ლიგა?

ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის “დინამომ”, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილოსნებმა – ბათუმის “დინამომ”, თბილისის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში მუშაობას აგრძელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვლადიმირ ვაისს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. სლოვაკი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების მთავარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჯანო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა”

მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილმა ფეხბურთელმა, არაზ ოზბილიზმა ექს-თანაგუნდელ ჯანო ანანიძეზე ისაუბრა. 30 წლის გარემარბი ამბობს, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ არ უნდა დაიმატონ “დინამოებმა” ჯანო ანანიძე?

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანო ანანიძე, დიდი ალბათობით, თბილისის ან ბათუმის “დინამოს” შეუერთდება. ჯანო ორივე გუნდთან აწარმოებს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: “საქართველოში სამოთხის შენება შეიძლება, მაგრამ პოლიტიკოსები სულში გვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ რუსულ გამოცემასთან რამდენიმე საინტერესო შეკითხვას უპასუხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე რუსეთის ნაკრებში მუშაობაზე: “ჩვენი მიწები ჯერ არავის დაუბრუნებია”

ტაშკენტის “ფახტაქორის” მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ რუსულ გამოცემა Sports.ru-ს ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტმა ქართველ მწვრთნელს შეკითხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ლორია: “ჩემპიონატის განახლება მხოლოდ ჩვენ გვსურდა”

ფამაგუსტას “ანორთოსისისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ “ტაიმაუტში” კვიპროსის ჩემპიონატის გაუქმებაზე ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ახასიათებს Football Italia კახა კალაძეს

იტალიურმა საფეხბურთო პორტალმა Football Italia-მ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფეხბურთელებისგან სერია A-ს ყველა დროის სიმბოლური გუნდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კალაძე სერია A-ს სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს

პორტალმა Football Italia-მ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფეხბურთელებისგან სერია A-ს ყველა დროის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფედერაცია? ქართული გუნდების მდგომარეობა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ლიგას, დიდი ალბათობით, ივნისში განაახლებს. გერმანიის ჩემპიონატის განახლების შემდეგ სფფ ბევრ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზაზა დოლიძე: “დინამოს მსგავსი შესაძლებლობა ყველას არ აქვს”

თბილისის “დინამოს” სპორტულმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ვარჯიშის განახლების გერმანულ პროტოკოლზე, დაფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზაზა დოლიძე: “ჩვენ გვქონდა შანსი, თუ თამაშს ადრე დავიწყებდით”

თბილისის “დინამოს” სპორტულმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ეროვნული ლიგის დაწყებაზე და ყურადღების მიპყრ...
წაკითხვა