თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს (ვიდეო)

თარიღი: მარტი 14, 2018

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 14 მარტს თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიას ესტუმრა და მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.

აკადემიაში, სადაც ბავშვების არაერთი თაობა გაიზარდა, ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად დაწყებულია მიწის სამუშაოები, რომლის შედეგად აკადემიას ახალი, სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი ექნება.

ლევან კობიაშვილმა დღესვე ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ჩვენ ვთქვით, რომ 2018 წელი იქნებოდა საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის წელი და არამხოლოდ პროფესიონალური, არამედ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებითაც. ფეხბურთის ფედერაციის ერთერთი პრიორიტეტი სწორედ ბავშვთა ფეხბურთია და ჩვენ უკვე დავიწყეთ მიზნობრივი პროგრამა და ეს პროექტიც ამ პროგრამის ნაწილია. ჩვენ განსაკუთრებულად დავუჭერთ მხარს ბავშვთა ფეხბურთს, რადგან
დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ფეხბურთის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.“

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მიმდინარე სამუშაოები დადებითად შეაფასა თენგიზ სულაქველიძემ. „ამ აკადემიაში უამრავი თაობა გაიზარდა და ჩვენ სულ ვამბობდით, რომ პრობლემა იყო აქ ხელოვნურსაფარიანი მოედნის არარსებობა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და მოხარული ვარ, რომ ფედერაციის სრული დაფინანსებით, მალე ჩვენს აკადემიას ახალი მოედანი ექნება.“- აღნიშნა მან.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჩისკომ ლიდერი დაამარცხა და “უოტფორდს” პრემიერ ლიგაში აბრუნებს!

ჩისკო მუნიოსის “უოტფორდმა” ჩემპიონშიპის ლიდერი “ნორვიჩ სიტი” სტუმრად 0-1 დაამარცხა და პრაქტიკულად პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავმა” ციცქიშვილი დაიმატა

საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” 25 წლის ზაზა ციცქიშვილი დაიმატა. ციცქიშვილი ბოლოს რუსულ “ტამბოვში” იყო, რომელიც პრემიერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი” სუპერლიგას ტოვებენ

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ძალიან მალე ევროპის სუპერლიგას ორი ინგლისური კლუბი – “მანჩესტერ სიტი” და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას ყველა წევრი ასოციაცია შეუერთდა დეკლარაციას, რომელიც გმობს სუპერლიგას

დღეს, უეფას 55-მა წევრმა ასოციაციამ, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ერთხმად დაამტკიცა დეკლარაცია, რომელიც მკაცრად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაშა ტალახაძე თბილისის “დინამოს” აკადემიას ესტუმრა (ფოტო)

მსოფლიოს ყველაძე ძლიერი მამაკაცი ლაშა ტალახაძე, რომელმაც ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა, “დინამო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია

“რუბინის” გენერალური დირექტორი, რუსტემ საიმანოვი, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით პრესასთან განცხადებას აკეთებს. შეგახსენებთ, რ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი “იუვენტუსისა” და “ინტერის” წარმომადგენლე

ტურინის “იუვენტუსისა” და მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით არიან დაინტერესებულები. ამის შესახებ ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

სლუცკიმ ხვიჩას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში ეკატერინბურგის “ურალსა” და ყაზანის “რუბინს” შორის გამართული შეხვედრის (0:1) მიმდინარეობისას სტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამწუხარო ამბავი – ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი ტრავმის გამო დატოვა (ვიდეო)

რუსეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ყაზანის “რუბინი” სტუმრად ეკატერინბურგის “ურალს” ეთამაშება. შეხვედრის 31-ე წუთზე “რუბინის&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის პასი ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩში (ვიდეო)

What a pass by Messi..pic.twitter.com/cWD5AVBdd8 — Altin (@tiniademaj10) April 17, 2021 🧠🧠🧠 pic.twitter.com/Y6lClwmtJu — JohnSmith1988 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” ფეხბურთელები მესისთან ფოტოს გადასაღებად რიგში ჩადგნენ (ვიდეო)

17 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონამ” ბილბაოს “ატლეტიკი” 4:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიელთა ფეხბუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” კოპა დელ რეის გამარჯვებულია (ვიდეო)

17 აპრილს კოპა დელ რეის 2020/2021 წლების სეზონის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა “ესტადიო დე ლა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონეტი: “მიქაუტაძე “მეცში” დაბრუნდება”

ფრანგული “მეცის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრედერიკ ანტონეტიმ გიორგი მიქაუტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ქართველი […]...
წაკითხვა