ტიაგო სილვა: “გერმანიის ნაკრებთან განადგურებას მე მაბრალებენ, თუმც იმ მატჩში არც მითამაშია”
“პარი სენ-ჟერმენის” მცველმა ტიაგო სილვამ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიხსენა და განაცხადა, რომ ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანიის ნაკრებთან განადგურება მძიმედ გადაიტანა. შეგახსენებთ, რომ იმ შეხვედრაში “ბუნდესთიმმა” ჩემპიონატის მასპინძელი გუნდი ანგარიშით 7:1 გაანადგურა. თავად ტიაგო სილვამ აღნიშნული მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
“მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მძიმე პერიოდი მქონდა. “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა ბევრი რჩევა მომცა. მან მითხრა, რომ მე მსოფლიოს საუკეთესო მცველი ვარ, თუმცა კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაო. მე კი ვუპასუხე, რომ ისედაც ბევრს ვშრომობ, მაგრამ პრობლემა ჩემს თავშია.
არ ვიცი, რა მოხდა იმ მატჩში, თუმცა მარცხში ბევრმა მე დამადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საერთოდ არ მითამაშია. იმ წაგებას ყველა მე მაბრალებდა”, – ტიაგო სილვას კომენტარი ESPN-მა გამოაქვეყნა.