თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა

თარიღი: თებერვალი 3, 2016

საქართველოს რაგბის კავშირსა და ბორჯღალოსნებს ახალი გენერალური სპონსორი – თიბისი ბანკი ყავს. დღეს, 3 თებერვალს თიბისი ბანკის ცენტრალურ ოფისში გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც გაჟღერდა ამის შესახებ. პრესკონფერენციას დაესწრნენ ბანკისა და საქართველოს რაგბის კავშირის  ხელმძღვანელობა და ბორჯღალოსნები.

 

გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის, ბორჯღალოსნების, საქართველოს ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი  ხდება.  ასევე, თიბისი ბანკი 7-კაცა ნაკრების ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი იქნება.

 

საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის მთავარი მიზანია, ქართულ საზოგადოებაში დაინერგოს რაგბი და სარაგბო ღირებულებები, რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და გაძლიერდეს მისი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

 

„დღეს ორი წარმატებული ბრენდი თიბისი ბანკი და ქართული რაგბი დაუკავშირდა ერთმანეთს  იმისთვის, რომ  მეტი სიხარული მიანიჭოს ქართულ საზოგადოებას. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ გამარჯვების განცდა. რაგბი არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის ფილოსოფია გამარჯვების მისაღწევად. გამარჯვებას რომ მიაღწიო სულ უნდა იყო მოძრაობაში, სწორედ ამიტომ არის რაგბი ჩემთვის საინტერესო სპორტი,“რაგბი ჩვენი თამაშია!“ –  განაცხადა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ  ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის“ წლევანდელი ჩემპიონატისთვის უკვე თიბისი ბანკის მხარდაჭერით მოემზადებიან.  გეგმაშია ბევრი ერთობლივი ღონისძიება,  მათ შორის  სოციალური პროექტები და ქართული რაგბის ბრენდული  მაღაზიის განახლება.  6 თებერვალს კი  „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის პირველ თამაშზე, სადაც საქართველო გერმანიას დაუპირისპირდება, ბორჯღალოსნები უკვე თიბისი ბანკის ბრენდის ქვეშ იასპარეზებენ.

 

2017 წელს საქართველო მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენისთვის ემზადება – ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები თიბისი ბანკის მხარდაჭერით ითამაშებს.

 

„დიდი მადლობა თიბისი ბანკს თანადგომისთვის. როგორც აქამდე მოვდიოდით გამარჯვებებით,  ასევე  ვაპირებთ  გაგრძელებას ამჯერად იმ პარტნიორთან ერთად, ვისთანაც გვაქვს სრული თანხვედრა.  საზოგადოებას ვპირდებით, რომ რაგბი გახდება სახალხო სპორტი და ჩვენ ამას შევძლებთ ჩვენს ახალ პარტნიორთან ერთად,“  – აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმაგოჩა სვანიძემ.

„ ქართულ რაგბს ჰყავს ახალი პარტნიორი, გენერალური სპონსორი თიბისი ბანკის სახით, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი საქართველოში.  დღეს ორი ძალიან წარმატებული ბრენდი იწყებს თანამშრომლობას, იმისათვის რომ გააძლიერონ ქვეყანაში გამარჯვების და წარმატების განცდა, რაც ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

 

ნიჟარაძემ ასევე დასძინა: „ამავდროულად ვალდებულად მივიჩნევ თავს, რომ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენ ყოფილ პარტნიორს, ვითიბი ბანკს და არჩილ კონცელიძეს. ისინი იყვნენ არაჩვეულებრივი პარტნიორები და მეგობრები ქართული რაგბის და მაშინ დაგვიდგნენ მხარში, როდესაც ეს ყველაზე ძალიან გვჭირდებოდა.“

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა