თიბისის რაგბის სერიები 2018

თარიღი: ოქტომბერი 11, 2018

თი ბი სი რაგბის სერიები 2018-ის დაწყებამდე ერთი თვე რჩება. ესაა ტრადიცია, რომელსაც შარშან საქართველოს რაგბის კავშირმა და თი ბი სიმ ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი. წელსაც, მოწინავე სარაგბო ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ნაკრების ნოემბრის ტესტ-მატჩებს სახელობითი სერიის სახე მიენიჭება და მის ფარგლებში ბორჯღალოსნები სამ ტესტს გამართავენ.

გასვლაზე იტალიასთან და ორი საშინაო მატჩი

10 ნოემბერს, სერიის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები იტალიას ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე ეთამაშება;

17 ნოემბერს, თბილისში თიბისი რაგბის სერიების პირელი საშინაო მატჩი გაიმართება, რომელშიც ბორჯღალოსნები სამოას უმასპინძლებენ, ხოლო 2018 წლის თიბისი რაგბის სერიების დამაგვირგვინებელ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ტონგას 24 ნოემბერს შეხვდება.

თი ბი სი ბანკში გამართულ პრეზენტაციაზე მედიას და საზოგადოებას თიბისის მარკეტინგის დირექტორმა ნინო ეგაძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და ბორჯღალოსანთა თავკაცმა მილთონ ჰეიგმა მიმართეს.

ნინო ეგაძე: „დღეს განსაკუთრებული დღეა. თი ბი სი რაგბის სერიების დაწყებამდე ერთი თვე დარჩა და გულშემატკივარმა დღეების ათვლა დაიწყო. თი ბი სისა და რაგბის კავშირის მეგობრობა წლებს ითვლის და შემოდგომის სერიების თი ბი სის ეგიდით ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა.

„იტალიისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრას ყველა მოუთმენლად ელოდება და ჩვენს განსაკუთრებულად ვემზადებით. თი ბი სი იტალიისკენ დაახლოებით 1000 კაციანი დელეგაციით მიემგზავრება, ვიცით, რომ ფლორენციაში კიდევ რამდენიმე ათასი ქართველი იქნება და ვფიქრობ, ის დიდი მუხტი, რომელიც ტრიბუნებზე შეიქმნება, აუცილებლად დაეხმარება ჩვენს გუნდს“.

გოჩა სვანიძე: „თიბისი ბანკი ჩვენი საიმედო პარტნიორია და ეს მეგობრობა წლებია გრძელდება. თი ბი სი რაგბის სერია, რომელიც შარშან დაიწყო, ტრადიციად იქცა. ჩვენ ამ მეგობრობას პასუხი გამარჯვებებით უნდა გავცეთ. საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრას არა მხოლოდ საქართველოში, მთელს მსოფლიოში ელიან. გველის ორი საშინაო თამაში საქართველოში. ადგილი ჯერ დაზუსტებული არაა და არაა გამორიცხული, რომ გეოგრაფია გავზარდოთ. ნოემბრის სერიას მობილიზებული ვხვდებით და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება“.

მილთონ ჰეიგი: „თიბისი სერია მნიშვნელოვანია როგორც სპორტული, ასევე ჩვენი ურთიერთობის გაგრძელების კუთხით. მთელი ნაკრების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თიბისის, როგორც მეგობარს და პარტნიორს. წინ გველის მატჩი იტალიასთან და ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სახლში. ზაფხულის ტესტებზე კარგად ვერ გამოვიყურებოდით და მნიშვნელოვანია, მომავალი თამაშები შინ, სამოასთან და ტონგასთან მაღალ დონეზე ჩავატაროთ“.

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
რაგბი

მომავალ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

2019 წლის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ფიჯი 12:8 დაამარცხა, რითაც […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო U20 – ფიჯი U20 – ბოლო წუთები (ვიდეო)

17 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე, მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან [&hell...
წაკითხვა
რაგბი

გულშემატკივრები მამუკა გორგოძის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას სთხოვენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გულშემატკივართა ნაწილი გუნდის ყოფილი კაპიტნის, მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვს. ინტელექტუალური თამაშის [&hel...
წაკითხვა
რაგბი

ზელანდიელთა ჰაკა საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

4 ივნისს, მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიას […]...
წაკითხვა
რაგბი

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდაშანაულოდ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის საქმეში, რამაც გამოიწვია […]...
წაკითხვა
რაგბი

ვიტო კოლელიშვილი: “რაგბიდან არ წავსულვარ”

ბორჯღალოსანი ვიტო კოლელიშვილი, ტვინის შერყევების სიმრავლიდან გამომდინარე იძულებული გახდა, რომ ერთწლიანი შესვენება აეღო და შესაბამისად, 2019 წლის მსოფლ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისათვის 28-კაციანი ...
წაკითხვა
რაგბი

20წ | უმცროსი ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, გუშინ ქომაგებისთვის ღია [&...
წაკითხვა
რაგბი

ორთაჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქართველი მორაგბე ემსხვერპლა

28 აპრილს, საღამოს, ორთაჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, […]...
წაკითხვა
რაგბი

ჯეისონ მომოას კონტრაქტი ზელანდიელებთან და დღის საუკეთესო ტყუილები

დღეს, პირველ აპრილს, მოტყუება არა მხოლოდ ქართველებისთვისაა ადვილი, არამედ ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც […]...
წაკითხვა
რაგბი

ქართველი მორაგბეები რუსეთთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

17 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის დასკვნით შეხვედრაში რუსეთი სტუმრად, კრასნოდარში 22:6 დაამარცხა. ტრადიციულად, […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსი მორაგბე საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ (ფოტო)

17 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუსეთი სტუმრად, კრასნოდარში 22:6 დაამარცხა. შეხვედრის […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “მაისურები იმის ნიშნად გვეცვა, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ რუსეთის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ ემოციური კომენტარი გააკეთა. შარიქაძემ […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 17 მარტს კრასნოდარში, „ყუბანის“ სტადიონზე რუსეთთან გასამართი 2019 წლის რაგბი ევროპის დასკვნითი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გერმანიასთან მატჩში

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 10 მარტს ქუთაისში, 16 საათზე გერმანიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. საგულისხმოა, [&hel...
წაკითხვა