თითო საათით ადრე
საქართველოს XXV ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩები ერთბაშად ხუთ სტადიონზე გაიმართება.
შაბათს რაგბი შევარდენსა და რუსთავშია, კვირას კი – ბოლნისში, ავჭალასა და ქუთაისში.
სექტემბრის დადგომასთან დაკავშირებით, თამაშები უწინდელზე თითო საათით ადრე დაიწყება: ბოლნისში – ხუთზე (17.00), სხვაგან კი – შვიდზე (19.00)
ერთპიროვნული ლიდერი – სამივე მატჩის მომგები “ყოჩები” ქვემო ქართლში მასპინძლობს ახალბედას, “თიბიეს უნივერსიტეტს”, ვისი პასივიც სამი წაგებაა.
უახლოესი მდევრები, “ხარები” და “ლელო სარასენსი” შაბათს რაგბობენ და თუ იმარჯვეს, კვირა საღამომდე დაწინაურდებიან:
რუსთავი იღებს ბათუმს, ვინაც წინა ტურში პირველად იმარჯვა, “ლელო” კი ეთამაშება თამაშ-ნაკლულ, ბოლო ადგილზე მყოფ “არმაზს”
კვირას, ბოლნისის მატჩის შემდეგ, ქუთაისის ვაკის’უბანში, ერთმანეთს შეერკინებიან ძველი მეტოქეები – “აია” და “ლოკომოტივი”, რომელთაც ქულებიც ტოლად აქვთ, ავჭალაში კი ორი თამაშის მომგები “არმია” ებურთავება “ჯიქს”, ვისაც ლელო ჯერ ვერ დაუდია.
ტურის ლაივ-სქორი ტრადიციულად მოეწყობა ჩვენი საითის ტაბლოზე; ფოტოები დაიდება ფეისბუქზე, შუა კვირაში კი იუთუბზე მიმოხილვა აიტვირთება.
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით
ქულა: 43 თემურ სოხაძე (ყოჩ; 37 ვაჟა ხუციშვილი (ხარ; 32 რატი ნუცუბიძე (არმ, ბაჩო ჯოგლიძე (თბს; 25 ბახვა კობახიძე (ბთმ; 18 რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქ)
ლელო: 3 ჟორა მღებრიშვილი (ხარ; 2 ვახტანგ ამირანაშვილი (ამზ, გიორგი ბიწაძე (ლოკ, თორნიკე გოგლიძე (თბს, იოსებ კიკვაძე (აია, ზვიად მაისურაძე (ლელო, თემურ სოხაძე (ყოჩ, გელა შალამბერიძე (აია, მიხეილ წიკლაური (ხარ)
Rugby.Ge