თოჰირი საჯაროდ შერცხვა: “ინტერის” ფანი ვარ მას შემდეგ, რაც გუნდმა ჰოლანდიური ტრიო დაიმატა”
მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა ერიკ თოჰირმა “მეტრონიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში საჯაროდ შეირცხვინა თავი.
“რატომ შევიძინე “ინტერი”? საფეხბურთო კლუბის შეძენა მხოლოდ ბიზნესი არ არის. აუცილებელია, რომ გუნდი გიყვარდეს. “ინტერის” ფანი ვარ მას შემდეგ, რაც გუნდმა ჰოლანდიური ტრიო დაიმატა და შემდეგ რონალდოც შეიძინა. მასიმო მორატის მადლიერი ვარ იმისთვის, რომ შესაძლებლობა მომცა, კლუბის პირველი უცხოელი პრეზიდენტი გავმხდარიყავი”, – აღნიშნა თოჰირმა.
როგორც მოგეხსენებათ, ჰოლანდიურ ტრიოში ფრანკ რაიკაარდს, რუდ გულიტსა და მარკო ვან ბასტენს მოიაზრებენ ხოლმე. ისინი არა “ინტერში”, არამედ “მილანში” თამაშობდნენ. იმავე პერიოდში “ინტერის” ღირსებას ლოთარ მათეუსის, იურგენ კლინსმანისა და ანდრეას ბრემეს სახით გერმანული ტრიო იცავდა.
ერიკ თოჰირის ეს შეცდომა უმალვე აიტაცეს ფოტოშოპის ოსტატებმა და ასეთი სურათი შემოგვთავაზეს.