თომას შააფმა “აინტრახტი” ჩაიბარა

თარიღი: მაისი 21, 2014

ბრემენის “ვერდერის” ყოფილი დამრიგებელი თომას შააფი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება.

53 წლის სპეციალისტი, რომელმაც მთელი სათამაშო და სამწვრთნელო კარიერა ბრემენში გაატარა, გასულ წელს უმუშევარი დარჩა.

ახლა კი, შააფმა ფრანკფურტის “აინტრახტთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფრომა და არმინ ფე შეცვალა. ინფორმაცია ფრაკფურტული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

ბუნდესლიგის გასული გათამაშება “აინტრახტმა” მე-13 პოზიციაზე დაასრულა.

 

მსგავსი სიახლეები