თოფურია ევლოევს: ‘ამისათვის გაზღვევინებ’
UFC-ის მებრძოლმა, ილია თოფურიამ abc.es-თან ინტერვიუში კომენტარი მისი მომავალი მეტოქის, მოვსარ ევლოევის სიტყვებზე გააკეთა.
წარმოშობით ინგუშმა, რუსეთის წარმომადგენელმა ევლოევმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თოფურია ჩვარია და მისით ოქტაგონის მოსუფთავებას აპირებს.
“მისმა ნათქვამმა ვერც კი გამაღიზიანა. მას პიროვნული თვისებები საერთოდ არ გააჩნია. დარწმუნებული ვარ, მას ეს არ დაუწერია, სხვამ დაუწერა. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ჩემზე ცუდი რამ დაწეროს ან თქვას. თუ საზღვრებს გადაკვეთ, ამისათვის გაზღვევინებ.
ზოგი ფიქრობს, რომ საკუთარ თავში ზედმეტად ვარ დარტმუნებული, მაგრამ ასე არ არის. თუ ერთ დღესაც ვიფიქრებ, რომ ვინმე დამარცხებს, მაშინ მეტოქე პირველივე რაუნდში მომიგებს. ყოველდღიურად საკუთარ თავს უკეთესს ვხდი”, – განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი მოვსარ ევლოევს UFC-ში 23 იანვარს დაუპირისპირდება.