თორნიკე გრიგალაშვილი კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს
თორნიკე გრიგალაშვილი ქუთაისის “ტორპედოშ” ითამაშებს. ინფორმაციას საჩხერის “ჩხიურას” უკვე ყოფილი მოთამაშის შესახებ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ოფიციალური გვერდი ადასტურებს.
25 წლის მცველმა “ტორპედოსთან” 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების სხვა პირობები არაა საჯარო.
როგორც უკვე ვთქვით, მოთამაშის ბოლო კლუბი საჩხერის “ჩიხურაა”, მანამდე კი ის “სამტრედიას”, “ზესტაფონისა” და გერმანული შვარც-ვაის “რედენის” ღირსებას იცავდა.