თორნიკე ოქრიაშვილი: “ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა”
თორნიკე ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა.
როგორც იცით, რუმინეთთან მოგებულ შეხვედრაში (1:2) საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე ოქრიაშვილი იყო.
“საქართველოს ნაკრებთან ერთად მოგებული თითოეული მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. მითუმეტეს, ჩემი ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის მანძილზე კაპიტნის სამკლაურით პირველად ვიყავი მოედანზე, ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაცია, მადლობა ამ ნდობისთვის. მადლობა მთავარ მწვრთნელს და ჩემ თანაგუნდელებს რუმინეთთან გამარჯვებისთვის. მითუმეტეს, იმ გუნდთან, რომელთან თამაშიც არასდროსაა იოლი. ვულოცავ გამარჯვებას მთავარ მწვრთნელს, ნაკრების სრულ შემადგენლობას და ყველა გულშემატკივარს. ამ განწყობით ველოდები უკვე შემოდგომის ოფიციალურ თამაშებს!” – წერს 29 წლის ფეხბურთელი Instagram-ში.
ფოტო: nakrebi.ge