WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (318924) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

თორნიკე ოქრიაშვილი: “მუნდიალზე ჩვენი მოხვედრის შანსები იზრდება”

თარიღი: იანვარი 14, 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, თორნიკე ოქრიაშვილი “კრასნოდართან” ერთად აბუ-დაბიში შეკრებას გადის. ოქრიაშვილმა კლუბის პრეს-სამსახურს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო თემებზე ისაუბრა.

– თორნიკე, საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვებას გილოცავთ. რამდენად მოულოდნელი იყო ეს თქვენთვის?
– მადლობა მოლოცვისათვის. როდესაც დაჯილდოების ცერემონიალზე მივდიოდი, მეგონა, რომ წლის საუკეთესო გოლის ავტორისათვის განკუთვნილ ჯილდოს მივიღებდი. ვიცოდი, რომ საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებს შორის ვიყავი, მაგრამ მაინცდამაინც, არ მჯეროდა, რომ ამ ჯილდოს მე მოვიგებდი. ძლიერი კონკურენტები მყავდა – ჯანო ანანიძე და გურამ კაშია, ამ პრიზს ისინიც იმსახურებდნენ. საბოლოოდ, ის მე გადმომეცა, რაც ძალიან სასიამოვნო სურპრიზი გამოდგა.

– რა იგრძენით იმ მომენტში, როდესაც თქვენი სახელი გამოაცხადეს?
– ამის გადმოცემა ძნელია! ძალიან ემოციური მომენტი იყო. ცოტა ხნით, ეს ვერც კი დავიჯერე.

– ტრანსლაციის დროს, გამოჩნდა, რომ სანამ სცენაზე ახვიდოდით, თქვენს წინ მჯდომმა რამდენიმე ადამიანმა მოგილოცათ. ვინ იყვნენ ისინი?
– ქართული სპორტისა და ფეხბურთის ხელმძღვანელები – სპორტის მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი.

– რა თქვით სცენაზე ყოფნის დროს?
– ყველას ახალი წელი მივულოცე, ასევე, სხვა ნომინაციების გამარჯვებულებს მივულოცე. ფეხბურთის ფედერაციას და რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებსა და ოჯახს მადლობა გადავუხადე.

Tornike Okriashvili

– ტიპიური ოსკარის ლაურეატის გამოსვლა იყო?
– დიახ, შეიძლება, ასეც ითქვას (იღიმის).

– რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის?
– უპირველეს ყოვლისა, დიდ პასუხისმგებლობას. ძალიან ვამაყობ იმით, რომ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი – ეს ჯილდო გასულ წლებში ბრწყინვალე ფეხბურთელებმა მიიღეს. ვიცი, რომ ახლა უფრო მეტი მომეთხოვება, შევეცდები, ჩემი თამაშით დავამტკიცო, რომ ეს ჯილდო შემთხვევით არ მომიპოვებია. ეს სტიმულია, რათა კიდევ უფრო გავიზარდო. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო.

– როგორ აღნიშნე ეს წარმატება?
– ოჯახურ წრეში. იქ ჩემი უახლოესი მეგობრებიც კი არ ყოფილან, მხოლოდ მე, დედა, მამა, ჩემი მეუღლე, შვილი, ჩემი ძმა და მისი მეუღლე ვიყავით.

– ბევრმა მოგილოცათ?
– ძალიან. ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა.

– მოუდლონელი მოლოცვებიც იყო?
– დიახ, ერთი ასეთიც იყო. თავიდან, ვერც კი გავიგე, ვინ მირეკავდა. საბოლოოდ, ეს ქართული ოჯახი აღმოჩნდა, რომელიც დიდი ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად წავიდა, ახლა ისინი რამდენიმე რესტორანს ფლობენ. მათ ფეხბურთი უყვართ და საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობენ. არ ვიცი, როგორ გაიგეს ჩემი ნომერი, მაგრამ მომილოცეს და ბევრი კარგი რამ მითხრს. ამერიკაში დამპატიჟეს. ასევე, დამპირდნენ, რომ როცა თბილისში ჩამოვლენ, საჩუქარს გამიკეთებენ. რას? არ ვიცი, არ მიკითხავს.

– სად გაატარე შვებულების დღეები?
– საქართველოში. თბილისიდან ოჯახთან ერთად ბაკურიანში, შემდეგ კი გუდაურში გავემგზავრე. ძალიან ლამაზი ადგილებია, სუფთა ჰაერი…

123

– ახალ წელს სად შეხვდი?
– სახლში, ოჯახთან ერთად. ეს ჩვენი ტრადიციაა. შემდეგ, ახლოს მდებარე რესტორანში წავედით, სადაც დიდი კონცერტი გაიმართა – იქ საუკეთესო ქართველი მომღერლები იყვნენ.

– ფიფამ დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე 48 გუნდი ითამაშებს. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე?
– ორივე ხელით მივესალმები. საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისათვის ეს მუნდიალზე მოხვედრის კარგი საშუალებაა. ახლა ჩვენი შანსები კიდევ უფრო გაიზარდა.

– როგორ გრძნობ თავს ზამთრის შეკრების პირველ დღეებში?
– შვებულების დროს ფეხბურთელებს სპეციალური პროგრამა გვქონდა, რომლის დახმარებითაც შეკრების პროცესში უფრო მარტივად ჩავერთეთ. თუმცა, ეს პროგრამა საკმარისი მაინც არ არის, რადგან ამჟამინდელი ვარჯიშები ძალიან რთულია, მაგრამ შეკრების პირველი დღეები ყოველთვის რთულად გამოიყურება. ხვალ სარბენ ბილიკზე ტესტია დაგეგმილი, აქამდე ასეთ პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია. ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს ეს, ამბობენ, რომ 6 წუთში “სიკვდილი” გიწევს. (იცინის)

okriashvili

– აბუ დაბიში მეუღლესთან და შვილთან ერთად ჩამოხვედი. რამდენად გეხმარებათ ის, რომ ფეხბურთელებს შეკრებაზე ოჯახთან ერთად წასვლის უფლება აქვთ?
– ცხადია, ეს კარგია. როცა იცი, რომ რთული ვარჯიშის შემდეგ ოთახში მეუღლე და შვილი გელოდება, სასიამოვნოა. ასევე, კარგია, როცა მშობლიურ ენაზე ვინმეს ესაუბრები. ჩემს კარიერაში პირველად ხდება ისე, რომ შეკრებაზე ოჯახთან ერთად ვარ, ამისათვის კი სამწვრთნელო შტაბსა და კლუბის ხელმძღვანელებს მადლობას ვუხდი. ეს ძალიან მეხმარება.

– ეს “კრანსოდარში” თქვენი პირველი შეკრებაა…
– გუნდში სექტემბერში მოვედი, მაშინ შეკრება გავლილი არ მქონდა, ამიტომ ფიზიკურად, ბოლომდე მზად არ ვიყავი. ჩვენ თითქმის ყოველ კვირაში ორ მატჩს ვატარებდით, სავარჯიშოდ კი ცოტა დრო რჩებოდა, ამიტომ ოპტიმალურ ფორმაში შესვლა მიჭირდა. ახლა მაქვს იმის საშუალება, რომ ფიზიკურად, კარგად მოვემზადო და ვაჩვენო, თუ რა შემიძლია. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო და ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვო.



მსგავსი სიახლეები