თორნიკე ოქრიაშვილს “საბურთალოში” თამაშს ურჩევენ, დაბრუნდება ოქრი?
საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერს, “კრასნოდარის” ყოფილ ფეხბურთელს, თორნიკე ოქრიაშვილს ქართველი გულშემატკივარი “საბურთალოში” თამაშს და ეროვნული ლიგის ჩემპიონის დახმარებას სთხოვენ.
ოქრიაშვილმა “კრასნოდართან” კონტრაქტი დღეს გაწყვიტა, აგენტის განცხადებით, ის ჯერ შვებულებაშია, თუმცა რამდენიმე შეთავაზებას უკვე განიხილავს და ოქრი სულ მალე ახალ კლუბში აღმოჩნდება.
“კარგი იქნებოდა, თუ ოქრიაშვილი 1 წლით “საბურთალოში” ჩამოვიდოდა და გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში დაეხმარებოდა”, – წერენ ფანები. “საბურთალოს” გარდა, გაისმაც ქუთაისის “ტორპედოს” ვარიანტიც.
26 წლის თორნიკე ახალგაზრდულ კარიერას “ოლიმპში” იწყებს, შემდეგ “გაგრაში” იყო, მას შემდეგ უკრაინულ კლუბებში (“შახტარი”, “ილიჩევიცი”, “ჩერნმორეცი”), “გენტში”, “ექსიშეჰირსფორში” და ბოლოს “კრასნოდარში” გახლდათ.
ოქრიაშვილს ბოლო დროს სულ ტრავმები აწუხებს და ეს მისი მთავარი პრობლემაა.