თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა (ფოტო)
აჭარის მთავრობის დავჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ საქართველო ვაჟა ფშაველას ქვეყანაა და სტუმარს დიდ პატივს სცემენ, თუმცა შეცდომა უნდა გამოსწორდეს.
“ჩვენ გვქონდა საჭადრაკო ოლიმპიადის ძალიან ეფექტური გახსნა და გასული 2 კვირის განმავლობაში ბათუმში იყო საჭადრაკო ზეიმი. ეს ღინისძიება მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ის ხაზს უსვამდა ჩვენი ქალაქის, როგორც საერთაშორისო ქალაქის მნიშვნელობას. ჩემმა წინა გამომსვლელმა სწორად აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან უყვართ სტუმრები. საქართველო არის ვაჟა-ფშაველას ქვეყანა და ძალიან კარგად ვიცით სტუმარ-მასპინძლობის როგორც წესი, ისე სტუმრის პატივისცემა. თუმცა, ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ. დიზაინერების ნებსით თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ამიტომ, მე მინდა საჩუქარი გავუგზავნო ჩვენს სტუმრებს, რათა ასეთი უხერხულობა მომავალში თავიდან იქნას არიდებული – ეს არის საქართველოს რუკა და ისტორია”, – განაცხადა რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს რუსეთის წარმომადგენლებმა ოლიმპიადაზე მსოფლიოს რუკები დაარიგეს, სადაც საქართველო ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონის გარეშე იყო წარმოდგენილი.