თორნიკე შენგელიამ სეზონი ორმაგი დუბლით დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა თორნიკე შენგელიამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საკუთარ კლუბ ლაბორალ კუჩაში პირველი მატჩი გამართა და თავიც გამოიჩინა. ბასკურმა კლუბმა ვიტორიაში იტალიურ დოლომატის უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით – 76:86 დამარცხდა.
ქართველი ფორვარდი ვიტორიელთა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ მასპინძელთაგან ყველაზე მეტი – 29:11 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლით გამოირჩა. თორნიკემ 10-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგო. მოპოვებულ 10 ქულას შენგელიამ 10 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაყოლა.
ესპანეთის ჩემპიონატის დაწყებამდე შენგელიას გუნდი წარმომადგენლობით ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. 3-4 ოქტომბერს მოსკოვი ალექსანდრ გომელსკის სახელობის თასს უმასპინძლებს, რომელშიც მასპინძელ ცსკა-სთან ერთად ყაზანის უნიკსი და ათენის პანათინაიკოსი მიიღებენ მონაწილეობას.
3 ოქტომბერს ტურნირის ნახევარფინალში ლაბორალ კუჩა ცსკა-ს დაუპირისპირდება.