“თქვენ გინდათ, რომ ინფორმაცია დაგიღეჭოთ?” – ქეცბაია ჟურნალისტს

თარიღი: აპრილი 6, 2021

5 აპრილს, კვიპროსის ჩემპიონატში ლარნაკას აეკ-მა საკუთარ მოედანზე “ანორთოსისი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი საშინელ ფორმაშია. “ანორთოსისმა” კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ხუთ ტურში ვერცერთ მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება, სამჯერ დამარცხდა და ორჯერ ფრე ითამაშა. ქართველების გუნდი ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს.

აეკ-თან შეხვედრის დასრულების შემდეგ თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა და როგორც ხშირად ხდება, მისი და ჟურნალისტების საუბარი საინტერესო გამოვიდა.

ქეცბაია: “კიდევ ერთი მატჩი წავაგეთ, რომლის მოგებაც პირველ ტაიმში შეგვეძლო. სამწუხაროა. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ უფრო ნაკლებს ვიღებთ, ვიდრე ვიმსახურებთ, სხვები კი იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე იმსახურებენ. კვიპროსის თასზე ორი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემპიონატში ბრძოლას არ გავაგრძელებთ. დღეს უფრო მეტი დავიმსახურეთ. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ყველაფერი.”

ჟურნალისტი: “რა კეთდება არასწორად და რატომ ვერ იღებს “ანორთოსისი” იმას, რასაც იმსახურებს? ერთი და იგივე მეორდება და ეს შემთხვევითობაა?

ქეცბაია: “თუ შემთხვევითობა არ არის, მაშინ რა არის?”

ჟურნალისტი: “შეიძლება, გუნდია სუსტი. დერბი ვერ მოიგეთ.”

ქეცბაია: “ყველაფერი თქვით. მეტი რა უნდა ვთქვა, რა გიპასუხოთ?”

ქეცბაია: “როცა სხვა რამეზე ფიქრობ, არ გაქვს იმის საშუალება, რომ საღად იაზროვნო. ვწუხვარ ფეხბურთელების გამო, რადგან გუნდმა უფრო მეტი დაიმსახურა. იმედი მაქვს, მომდევნო მნიშვნელოვან მატჩებში უფრო გაგვიმართლებს. ფეხბურთში იღბალიც საჭიროა. ზოგჯერ ბოლომდე არ იხარჯები, გიმართლებს და იმარჯვებ. ჩვენ ყველა შეხვედრებში მეტოქეებზე უკეთესები ვიყავით, მაგრამ დავმარცხდით.”

ჟურნალისტი: “რას გულისხმობდით, როცა თქვით, რომ ფეხბურთელები სხვა რამეზე ფიქრობენ?”

ქეცბაია: “თქვენ გინდათ, რომ ინფორმაცია დაგიღეჭოთ და ისე მოგაწოდოთ? თავად უნდა გაარკვიოთ.”

შეგახსნებთ, რომ აეკი-“ანორთოსისი” მატჩის მიმდინარეობისას ქვილითაიასა და ქეცბაიას შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლაპორტა: “სუპერლიგა აუცილებლობას წარმოადგენს”

კატალონიის “ბარსელონა” ევროპის სუპერლიგის იდეაზე უარის თქმას არ აპირებს. “ბლაუგრანას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, სუპერლიგის ს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენი” ვარანის ტრანსფერით ინტერესდება

მადრიდის “რეალის” ფრანგ ცენტრალურ მცველს, რაფაელ ვარანს, ევროპაში კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა “პარი სენ-ჟერმენის” სახით. [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი ინტერვიუ – რაზე ოცნებობს ქართული ფეხბურთის იმედი?

უცხოურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი ინტერვიუ ვრცელდება, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი არაერთ საინტერესო საკითხზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუ, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდეს

იტალიურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, კრიშტიანუ რონალდუ სერიოზულად განიხილავს “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნების შესა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელია: ‘რუსეთის ნაკრები? ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ

ყაზანის “რუბინის” ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას რუსულმა პორტალმა “ბიზნეს ონლაინმა” ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც გარკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანი ოსკარ მინგესას გაუბრაზდა (ვიდეო)

22 აპრილს, ლა ლიგის 31-ე ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ხეტაფე” მიიღო და მეტოქე 5:2 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პერესი: “სუპერლიგის გარეშე მბაპესა და ჰოლანდის ტრანსფერები შეუძლებელია”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: იბრაჰიმოვიჩმა “მილანთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა

“მილანის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. რამდენადაც...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეიცვალა ჩეფერინის ხელფასი პანდემიის ფონზე?

უცხოური გამოცემა Vozpopuli უეფას პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის, შემოსავლებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს. რამდენადაც ჩვენთვის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრონკე: “სუპერლიგა უფრო ცუდია, თუ სუპერლიგა “არსენალის” გარეშე?”

ჯოშ კრონკე, ლონდონის “არსნალის” მფლობელ სტენ კრონკეს ვაჟი, კლუბის გულშემატკივრებს ევროპის სუპერლიგის გარშემო განვითარებული მოვლენების [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანმა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი გააკრიტიკა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, ილკაი გიუნდოგანმა, ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი საჯაროდ გააკრიტიკა. როგორც იცით, 2024 წლიდან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, “რეალი” და “იუვენტუსი” ევროთასებიდან მოკვეთონ

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში განიხილავენ, რა სანქციები უნდა დაუწესონ მადრიდის “რეალსა” და ტურინის “იუვენტუსს” სუპერლიგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიხეილ აშვეთიამ “ტორპედო” დატოვა

ქუთაისის “ტორპედო” მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ დატოვა. ოფიციალური ინფორმაცია გუნდის გვერდზე გამოქვეყნდა. “მიხეილ აშვეთიამ მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პერესი: ‘ვინც ფიქრობს, რომ სუპერლიგა დასრულებულია, ცდება’

მადრიდის “რეალისა” და ევროპის სუპერლიგის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ მათ ახალი იდეით ფეხბურთის გადარჩენა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დი მარიას საგოლე პასი “ანჟესთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Simplesmente Di Magia 🧙‍♂️🔞 pic.twitter.com/EprKr4TS0Z — Fernando Campos (@FCamposoficial) April 21, 2021...
წაკითხვა