“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძეს თანაგუნდელებმა? (ვიდეო)
2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული თამაში ჩაატარა, მან 24:54 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში კი 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა.
მესამე მეოთხედის მიწურულს გოგა ჯორდან კლარკსონის წინააღმდეგ დაჯარიმდა. ეს უკანასკნელი წაიქცა, რომელიც ბითაძემ წამოაყენა. NBA-ს რადიო ანალიტიკოსი, სლიკ ლეონარდი ირწმუნება, რომ შესვენების დროს ქართველ კალათბურთელს თანაგუნდელებმა კლარკსონის ეპიზოდთან დაკავშირებით რაღაც უთხრეს. მისი აზრით, თანაგუნდელებს გოგასთვის ეს უნდა ეთქვათ – NBA-ის დაუწერელი კანონია, რომ წაქცეულ მოთამაშეს თანაგუნდელები უნდა დაეხმარნონ, გოგას კი ეს შესაძლებლობა “კლივლენდის” კალათბურთელებისათვის უნდა დაეთმო.
მატჩის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ქართველ ცენტრს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს.
“მე მეგონა, რომ ის წაიქცა და რაიმე იტკინა. მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად იყო. არ მსურს, მეტოქემ ტრავმა მიიღოს. პატივისცემას გვრძნობ, მაგრამ თუ მათ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, მაშინ არავის დავეხმარები”, – თქვა ბითაძემ ღიმილით.
Goga Bitadze extended a helping hand to Jordan Clarkson after knocking him down and committing a foul. pic.twitter.com/9ETJ4Ksv1d
— Dito Tchitchinadze (@DitoTch) November 2, 2019