‘თუ ჩემთან წამოხვალ, ამ გუნდით ტიტულს მოვიგებთ’ – მოურინიო ფაბრეგასს
“მონაკოს” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა და მასთან შეხვედრა გაიხსენა.
როგორც იცით, ფაბრეგასმა და მოურინიომ ერთად “ჩელსიში” იმუშავეს და 2014-2015 წლებში პრემიერ ლიგაც მოიგეს.
“ჟოზეს ერთი სისტემა აქვს, მაგრამ ამ სისტემით ძალიან კარგად მუშობს. მას საკუთარი სისტემით წარმატების მისაღწევად კონკრეტული ფეხბურთელები სჭირდება. ერთ დღეს, როცა მას შევხვდი, მითხრა: “ორი ფეხბურთელი მჭირდება. დიეგო კოშტაც უნდა შევიძინო. თუ ჩემთან წამოხვალ…” მან ქაღალდზე გუნდის წყობა დამიხატა და მითხრა, რომ ამ გუნდით ტიტულს მოიგებდა.
მასთან მუშაობის შემდეგ, შემიძლია, ვთქვა, რომ მოედანზე ჩემმა გონებამ უკეთესად მუშაობა დაიწყო. მოურინიო ყოველთვის სტიმულს გაძლევს. ერთ დღეს გაქებს, თუმცა მეორე დღეს მკაცრად გაკრიტიკებს”, – ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს GoalCom.