თურანი – “მილანის” ახალი სამიზნე
მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი, არდა თურანი შეიძლება, ამ ზაფხულს იტალიის ჩემპიონატს შეუერთდეს.
“როსონერის” წარმომადგენლებმა გამართეს მოლაპარაკებები თურქი შემტევის აგენტ, აჰმედ ბულუთთან. “მილანის” მომავალი მწვრთნელი, სინიშა მიჰაილოვიჩი კლუბის ლიდერად სწორედ 28 წლის წინახაზელს მოისაზრებს.
არდა თურანს “ლეიბებთან” ხელშეკრულება 2017 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 41 მილიონი ევროა.
“გალათასარაის” აღზრდილი მადრიდში 2011 წლიდან თამაშობს. ყველა ტურნირზე ერთად, არდამ 178 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.